მედვედევი ამჯერად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე ბოდავს
ფოტო: DAMIR SAGOLJ / REUTERS
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მორიგი არაადეკვატური იდეების გავრცელება დაიწყო.
- ამჯერად მედვედევი იმუქრება, რომ, "თუ საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს", შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მიიერთონ.
- სხვა რუსი პროპაგანდისტების მსგავსად, ისევ ირწმუნება, რომ საქართველოში შეკვეთილი "რუსოფობიური აფეთქებები" დაიწყო.
დეტალები: მედვედევის მტკიცებით, საქართველო, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თავად ცდილობს საზღვრებთან დაძაბულობის კერების შექმნას.
- გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაც აღიზიანებს.
- "2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა და უსაფრთხოების გარანტია მივიღეთ. მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად იძაბება", — ამბობს მედვედევი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი იყო მაშინ, როცა აგრესორმა ქვეყანამ საქართველოში ომი დაიწყო.
- "როგორც ჩანს, სურთ, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე", — თქვა მან.
- მედვედევი ირწმუნება, რომ 2008 წლის ისტორიის გამეორება არ სჭირდებათ და მზად არიან პრობლემებს მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების "სულისკვეთებით" გაუმკლავდნენ.
- "მაგრამ თუ ჩვენს შეშფოთებას რეალური საფრთხე დაემუქრება, ჩვენ არ მოგვერიდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს", — განაცხადა მედვედევმა.
კონტექსტი: გასული წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი დანიშნა.
- 18 მაისს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში "რეფერენდუმი" რუსეთთან ადგილზე არსებულ განწყობებს ასახავს, თუმცა მოსკოვი ამჟამად ამ თემაზე არ მუშაობდა.
- კითხვაზე, მიაჩნდა, თუ არა არსებულ ვითარებაში ამგვარი "რეფერენდუმის" ჩატარება მიზანშეწონილად, პესკოვმა უპასუხა, რომ ეს ხალხისა და დე ფაქტო ხელისუფლების გადასაწყვეტია და ორიენტირება მათი ხედვით უნდა მომხდარიყო.
- 31 მაისს ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა "რეფერენდუმი" შეაჩერა.
- გაგლოევის ბრძანებაში მიზეზად ნახსენები იყო "რეფერენდუმზე" წარმოდგენილი საკითხების სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობა.
- ასევე, აღნიშნული იყო, რომ დაუშვებელია "რეფერენდუმი" საკითხების ცალმხრივი გადაწყვეტა, რომელიც რუსეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებსაც ეხება.
- ამავდროულად, გაგლოევი აცხადებდა, რომ სრულად უჭერდა მხარს დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთთან გაერთიანების შესახებ სურვილს.
ქართული მხარე აცხადებდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც არჩევნებს და რეფერენდუმს არ აღიარებს.
- "ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა. [...] ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, მკაფიო, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს" — ამბობდა კობახიძე.
-
On.ge-სთან საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მოსკოვში ესმით და საქმის კურსში არიან ამ საკითხზე ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და ამას ყურადღებას უთმობენ.
- [კარასინმა] თქვა, რომ მოსკოვი ამ "რეფერენდუმთან" დაკავშირებით არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. დაახლოებით, ასეთივე კომენტარი მოვისმინეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ დმიტრი პესკოვისგან", — ამბობდა აბაშიძე.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
კომენტარები