ალუდა ღუდუშაური

29 Jun. 2023, 14:12

პრეზიდენტი არის უფუნქციოდ დარჩენილი. როგორც ჩანს ახლა ეს ვეტოების თემა და საქმე გამოელია. დარჩა, ასე ვთქვათ, უფუნქციოდ თუ ვიტყოდი, რომ აქტივობის გარეშე. ახლა რაღაც ანალიტიკური ვერსიები შემოგვთავაზა. ქალბატონი პრეზიდენტი იყო, როდესაც გამოვიდა და იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრი მსუბუქი ყოფაქცევისას გაუსწრო, რაღაცები უნდა ჩაკეტილიყო და შემოგვთავაზა ისეთი ვერსიები, რომელიც ნახეთ, რომ სულ რაღაც 1 საათში აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართა.

ამიტომ მეტი სიდინჯისა და პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ ყველას, ქალბატონ პრეზიდენტს მე რა უნდა ვურჩიო, მაგრამ უფრო უპრიანი იქნება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვურჩევდი, რომ კარგად გაერკვეს ვითარებაში, შეხედოს მოვლენებს ობიექტურად, როგორც არის და არა ისე, როგორც უყურებს, თუნდაც, ვაი ანალიტიკოსი ან ვაი ექსპერტი, რომელი შემდეგ აღმოჩნდება, რომ თვითონ იგდებს უხერხულობაში თავს. იმათ რიცხვში ნუ ჩაეწერება ქალბატონი პრეზიდენტი, ცოტა მეტ სიდინჯეს თუ გამოიჩენს, ურიგო არ იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

წარმოიდგინე, რომ სექტემბერში ბუდაპეშტში, რომში ან პარიზში მიემგზავრები. გამგზავრებამდე მობილბანკში ლარიდან ევროზე…