ირაკლი კობახიძე

17 May. 2023, 00:25

ჩვენი ამოცანა მთავარი ეს არის — შენარჩუნება და გამტკიცება სუვერენიტეტის. ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია მყარი პერსპექტივის შენარჩუნება. ეს არის, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანა. რა თქმა უნდა, აქ ძალიან რთულია სწრაფ ტემპებში ხელშესახები პროგრესის მიღწევა, მაგრამ ამ პერსპექტივის მყარად შენარჩუნება არის, ბუნებრივია, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. 

თქვენ კარგად გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლებამ, ამ პერსპექტივიდან დაგვაშორა ძალიან დიდი მანძილით, როცა 2008 წელს მოხდა ის, რაც მოხდა. ის ავანტიურა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა, მან დაგვაშორა ჩვენ იმ პერსპექტივიდან, რაც დაკავშირებულია, ზოგადად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მშვიდობიანი ფორმით. ჩვენი მიზანია, რომ არათუ არ დავშორდეთ ამ პერსპექტივას, მინიმუმ შევინარჩუნოთ ეს პერსპექტივა, რაც არის დაკავშირებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან.

ჩვენი მთავარი მიზანი არის, საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვა და არა ის, რასაც ითხოვენ — საკუთარი ხალხის და ქვეყნის დასჯა, საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება, ესკალაცია, ომისკენ და მეორე ფრონტისკენ ქვეყნის წაყვანა. ამას არ დავუშვებთ. ამიტომ ამ ფარგლებში, ამ წითელი ხაზების ფარგლებში, ამ ეროვნული პრიორიტეტების ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეიძლება, სხვადასხვა საკითხი იყოს განხილული, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს ის, რომ ბუნებრივია რაიმე სწრაფი ნაბიჯების გადადგმა აქ არის ძალიან რთული, ხშირად შეუძლებელი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა რუსეთის მიერ ფრენების აღდგენას და ვიზების მოხსნას პირობითად პოზიტიური ნაბიჯები უწოდა, რადგან "ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა ეს გადაწყვეტილება". მან კობახიძეს ჰკითხა, ფიქრობენ თუ არა რუსეთთან კომუნიკაციების აღდგენაზე ან ორმხრივ ურთიერთობებში სხვა თემების შემოტანაზე. სწორედ ამის პასუხად ილაპარაკა ქართული ოცნების თავმჯდომარემ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  5. 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ლორწოვანი სოკოები მოლიპულ, ბუნდოვანი ფორმის არსებებია. ეს არაა ნამდვილი ობის სოკო. ის სოკოების სამეფოსაც კი არ…