როგორ აფასებენ სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას ოპოზიციაში
საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ.
პუტინის ბრძანებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
- ამ ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში 90 დღით უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცათ.
- დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისია მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში შედიან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით.
- ასევე, გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენას უკრძალავდა.
- მალევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლითაც მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ საქართველოში მოგზაურობისგან.
- "თუმცა, ამ ქვეყანაში სტუმრობისას უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ასპექტები, გამოიჩინოთ სიფრთხილე", — წერია განცხადებაში.
- იქვე სერგეი ლავროვის უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები პრინციპული მიდგომის შესაბამისია "ორი ქვეყნის მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად".
გამოხმაურებები: საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პუტინის ამ ბრძანებას რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებს.
- "სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაზე და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას!"
- დამოუკიდებელი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პუტინმა საქართველოს ხელისუფლება დააჯილდოვა და აკრძალვა კრემლის გავლენის გასაძლიერებლად მოხსნა.
- ევროპული საქართველოს წევრის, გიგი წერეთელის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება სრული ფარისევლობაა, ჰიბრიდული ომის ნაწილია და ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
- დეპუტატი, რომან გოცირიძე კი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველო, ფაქტობრივად, ოკუპანტი ქვეყნის მოკავშირედ გაფორმდა.
- "ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი ღალატის საფასური".
- გირჩი — მეტი თავისუფლების წევრის, ბორის ყურუას თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო უახლოვდება რუსეთს და შორდება ევროპას.
- "ამ ქვეყნის რუსეთუმეებს შეუძლიათ, ერთ თვითმფრინავში ჩასხნდნენ, წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნდნენ".
- "ვისაც უნდა წასვლა, წავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც "ჩერნაჟოპად" და *ლედ თვლიან, ქვეყანაში, რომელმაც 2 საუკუნეზე მეტია, სისხლი გაგვიშრო", — ასე ეხმაურება ზურაბ ჯაფარიძე პუტინის ბრძანებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უვიზო რეჟიმი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენები კი 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ თავად ვლადიმერ პუტინმა აკრძალა.
- 2012 წელს საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, საქართველოს მოქალაქებს კი რუსეთში შესასვლელად სჭირდებოდათ.
- უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, ნაწილმა აქ უძრავი ქონებაც შეიძინა და ბიზნესებიც დაირეგისტრირა.
- მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი რუსეთს სანქციებს უწესებს და იზოლაციაში აქცევს, საქართველო სანქციებს არ უერთდება, ოკუპანტი ქვეყანა კი ჩვენთან თანამშრომლობის განვითარებაზე საუბრობს.
რა ხდებოდა აქამდე: ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობა უკვე დიდი ხანია შესამჩნევია. თავად ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური პირებიც ამბობდნენ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან და შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.
- მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვითარდებოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც არ გამორიცხავდნენ.
- 2023 წლის 25 იანვარს უკრაინის საგარეომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაარწმუნა, რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ.
- თუმცა 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენების აღდგენა შესთავაზეს.
- ქართულ ოცნებაში ამას არ ადასტურებდნენ, მაგრამ ფრენების აღდგენის იდეას ყოველთვის მიესალმებოდნენ.
- 14 აპრილს რუსეთის აეროპორტის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა, შემდეგ კი წაიშალა.
- მაშინ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები