Wings for Life World Run — საქველმოქმედო მარათონში თეგეტას 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო
ფოტო: თეგეტა
Wings for Life World Run-ის ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო რბენას სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ კახეთმა უმასპინძლა. თეგეტა ჰოლდინგის 200-ამდე თანამშრომელმა, მსოფლიოსთან ერთად, მეათე საიუბილეო გარბენში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ჩართულობით სამედიცინო კვლევების დაფინანსებაში შეიტანა წვლილი. თეგეტას გუნდიდან, მამაკაცებში ყველაზე მეტი ვახტანგ ლობჟანიძემ გაირბინა. თეგეტა მოტორსის მთავარმა მექანიკოსმა 15 კმ დაფარა. ქალებს შორის კი საუკეთესო შედეგი თეგეტა მოტორსის საოპერაციო მენეჯერს, ლელა ნიკოლაძეს ჰქონდა. მან 8,75 კმ ირბინა.
Wings for Life World Run-ის სასტარტო სიგნალი, საქართველოს დროით ზუსტად 15 საათზე ექვს კონტინენტზე ერთდროულად გაისმა. ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ 5000-ზე მეტი მონაწილე მსოფლიო მარათონს შეუერთდა.
საფინიშო მანქანის ფუნქცია წელს Mazda CX5 და Mazda CX30 მოდელებმა შეასრულეს. იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი საქართველოში მაზდა ცენტრი თეგეტაა, რომელიც Wings for Life World Run-ის მხარდამჭერი წელს პირველად გახდა. კომპანიის თანამშრომლებს უკვე წლებია თავიანთი წვლილი შეაქვთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში.
"თეგეტა, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსოფლიო მარათონს ყოველ წელს უერთდება. თუმცა წელს ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო მასშტაბური იყო. მონაწილეობის სურვილი თეგეტას გუნდის 200-მდე წევრმა გამოთქვა და შეუერთდა საქველმოქმედო მარათონს მძიმე დაავადების დასამარცხებლად. მონაწილეობის გარდა, წელს უფრო აქტიურად ჩაერთო თეგეტას შვილობილი კომპანიაც მაზდა ცენტრი თეგეტა და ჩვენთან ერთად ღონისძიების პარტნიორია", — ამბობს თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნათიკა ბერძული.
Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში, პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია. შემოსული თანხა, ასევე, კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.
წელს მარათონს 158 ქვეყნიდან 206 728 მონაწილე ჰყავდა. საერთო ჯამში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისათვის 5,8 მილიონი ევრო შეგროვდა.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
კომენტარები