პრიგოჟინის გინების შემდეგ შოიგუმ შეიარაღებით მომარაგების ბრძანება გასცა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ღიად უპირისპირდებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს — ადანაშაულებდა სამხედრო ხელმძღვანელობას მისი დაქირავებულებისთვის ჭურვების გადაზიდვის მიზანმიმართულად ხელშეშლაში.
- ერთ-ერთ ინტერვიუში პრიგოჟნმა თქვა, რომ თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს იარაღის მიწოდებაზე ულტიმატუმის წერილი მისწერა და დრო 28 აპრილამდე მისცა.
- აპრილის ბოლოს პრიგოჟინი ამბობდა, რომ თუ საბრძოლო მასალის დეფიციტს არ შეავსებენ, იძულებულები გახდებიან, დატოვონ ბახმუტი.
- მაისის დასაწყისში კი მან 2 ვიდეომიმართვა გაავრცელა — ერთში შოიგუს და რუს ბიუროკრატებს აგინა, მეორეში კი დაიმუქრა, რომ 10 მაისს ბახმუტს დატოვებენ.
გამწარებული პრიგოჟინი: ერთ-ერთ ვიდეოში ის გვამების ფონზე ჩანს და ყვირის, რომ საბრძოლო მასალის 70%-იანი დეფიციტი აქვთ.
- "ახლა მომისმინეთ, ბო*ებო, ესენი ვიღაცის მამები არიან და ვიღაცის შვილები, *****. და ის ნაძირლები, რომლებიც არ გვაძლევენ საბრძოლო მასალას, ბო*ები, ჯოჯოხეთში მოხვდებიან, მათ შიგნეულობას შეჭამენ", — იგინება პრიგოჟინი.
- იქვე ამბობს, რომ ეს მებრძოლები ნებაყოფლობით წავიდნენ ფრონტზე და დაიღუპნენ, სანამ შოიგუ და სხვა მაღალი თანამდებობის პირები "წითელი ხით მოწყობილ კაბინეტებში სივდებოდნენ".
- "შოიგუ, გერასიმოვ, სად არის ბო*ო საბრძოლო იარაღი? შეხედეთ ამას, ბო*ებო", — ყვირის ის.
- მეორე ვიდეოში კი ამტკიცებს, რომ ბახმუტში მხოლოდ 2 კილომეტრი დარჩა ასაღები და ამას იმიტომ ვერ ახერხებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მათი შურს.
შოიგუს პასუხი: რუსეთის თავდაცვის მინისტრი პრიგოჟინს პირდაპირ არ გამოხმაურებია, თუმცა მისი ბოლო გადაწყვეტილება არამხოლოდ დროში, არამედ შინაარსობრივადაც ძალიან ემთხვევა ვაგნერის ხელმძღვანელის მოთხოვნას.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იტყობინება, რომ სერგეი შოიგუ ეწვია სამხრეთ სამხედრო ოლქს, სადაც თავის მოადგილეს, ალექსეი კუზმენკოვს დაავალა "განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ აეყვანა სპეციალური სამხედრო ოპერაციის რაიონებში ჯარების უწყვეტი და რიტმული მიწოდების საკითხები ყველა საჭირო შეიარაღებით და სამხედრო ტექნიკით".
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები