ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

18 Apr. 2023, 13:33

გილოცავთ ყველას აღდგომის დღესასწაულს და რამდენადაც ამ კვირის მანძილზე არ მინდოდა მძიმე თემებზე საუბარი, იმდენად ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. მე მინდა ვკითხო, რა არის საქართველო მათთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მშენებლობისთვის გადასცა ჯილდო, მაშინ, როდესაც ეს პერსონა წლების განმავლობაში თითოეული ადამიანის ყველა უფლებას თელავდა. ვკითხო ადამიანებს პოლონეთში, რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილს რუსეთთან ბრძოლისთვის აჯილდოებთ, მაშინ, როდესაც ყველაფერი, რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, ამ პერსონამ გადასცა რუსეთს, ახალი ტერიტორიები ჩააბარა ოკუპანტს და ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მხრიდან რუსეთთან ომის დაწყების რეზოლუციას მოაწერა ხელი. [...]

მიხეილ სააკაშვილი იმ მახინჯი მიდგომის პროდუქტია, როდესაც დირექტიულად მოგაწვდიან რაღაც მოცემულობას და შენ თვალდახუჭული უნდა მიჰყვე და პროტესტიც კი არ გამოაცხადო. ასე ცდილობდა ის ის მთელი თავისი მმართველობის დროს, თვალდახუჭული აგვეტანა ყველა ის უფლებების დარღვევა და დემოკრატიის ნგრევა, რასაც აკეთებდა. ვინც კი ამ ყველაფერს გააპროტესტებდა, რეპრესიები ჰქონდა გარანტირებული. თუ ვინმე იცნობს საქართველოს ბოლო ასწლეულის ისტორიას, ალბათ, დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს. და სწორედ ისევე, როგორც მახინჯი იყო საბჭოთა მმართველობა და ფიქცია იყო მათი ყველა სისტემა, რაც მოიგონეს, ასევე, მახინჯი და ფიქცია იყო სააკაშვილის ვითომ დემოკრატია და მისთვის ადამიანის უფლებები. ფიქცია იყო მისი ბრძოლა რუსეთის მიმართ, რადგან ყველაფერი რასაც ის აკეთებდა, ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს. 

ქართული ოცნების დეპუტატი ექსპრეზიდენტისთვის გადაცემულ ჯილდოებზ უკმაყოფილებას გამოხატავდა, როცა გადაწყვიტა საქართველოს ისტორიის ინტერპრეტაცია მოეხდინა და 1937 წლის რეპრესიები, ადამიანების სიკვდილით დასჯა და გადასახლებები მიხეილ სააკაშვილის მმართველობასთან გაეთანაბრებინა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
  2. სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
  3. ირაკლი კობახიძე: ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის
  4. რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
  5. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მატება კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ