რას წერს საია ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ შესაძლოა, იკვეთებოდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები. ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა, 31 მარტს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
- ადვოკატი ამბობს, რომ გრიგორიადისს აღიარებითი ჩვენება მეგობრის დაკავების მუქარით მიაცემინეს.
- ის ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს — როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ჩვენებას შემდეგ სასამართლო პროცესზე მისცემს.
დეტალები: ორგანიზაციას მიაჩნია, რომ გრიგორიადისის მიმართ განვითარებული მოვლენები, მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს.
- საიას განცხადებით, საქმეზე გამოიკვეთა რამდენიმე დარღვევა, მათ შორის:
- სასამართლომ საჯაროდ არ დაასაბუთა აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა;
- მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა შესაძლოა ლაზარე გრიგორიადისის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეს, რიგ შემთხვევაში, ამავდროულად, არღვევს ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმპციას;
- თვითინკრიმინაციის პრივილეგიის შესაძლო დარღვევა;
- არასათანადო მოპყრობის აკრძალვის შესაძლო დარღვევა.
საია ამოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისგან და ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების საქმეზე არ გასცდნენ უდანაშაულობის პრეზუმციის ფარგლებს.
- სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს — ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან სრული შესაბამისობით დაიცვას პატიმრის უფლებები;
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება იძულებით თმის გადაპარსვის ეპიზოდზე.
- საქართველოს სახალხო დამცველს — იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს ხშირი მონიტორინგი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მადესკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო.
- მმართველი გუნდის თავმჯდომარემ გრიგორიადისს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ჩანს, ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.
- ომბუდსმენის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ადამიანის ორიენტაციასთანაა დაკავშირებული, მიუღებელია.
- სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ომბუდსმენის აპარატი აკეთებს ყველაფერს, რათა გრიგორიადისის უფლებები იყოს უზრუნველყოფილი.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები