სამხარაძეს ყოფილი სტუდენტები მიმართავენ, არ დაუჭიროს მხარი რუსულ კანონს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
წერილი On.ge-ს ხელმომწერმა სტუდენტებმა მიაწოდეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
- მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა,რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
- ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
- ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
- სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
- ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.
დეტალები: საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი სტუდენტები მიიჩნევენ, რომ "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
- მათივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოს მდგომარეობას, დააკარგვინებს მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
- "ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს, სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში", — ნათქვამია წერილში.
- სტუდენტები სამხარაძეს, ასევე, მიმართავენ შეხვდნენ მისთვის მისაღებ საჯარო ფორმატში, გაუზიარონ მოსაზრებები და მოისმინონ არგუმენტები.
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
კომენტარები