საქართველოში MARINI-ს 2 ასფალტის ქარხანა აეწყო — იტალიურ ბრენდს თეგეტა ჰოლდინგი წარმოადგენს
ფოტო: თეგეტა
თანამედროვე ტექნოლოგიები, უმაღლესი ევროსტანდარტი და გარემოზე ზემოქმედების დაბალი კოეფიციენტი — ეს MARINI-ა, საერთაშორისო იტალიური ბრენდი ინდუსტრიული ტექნიკის წარმოების მიმართულებით. მსოფლიო ლიდერ ბრენდს საქართველოში "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია (CMG) წარმოადგენს.
უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის ბრენდთან ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიამ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა. ამავე წელს კომპანიამ Fayat Group-ის წევრი ბრენდის ორი სტაციონარული ასფალტის ქარხანა გაყიდა. ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის MARINI-ს ერთი ქარხანა, რომლის წარმადობა საათში 240 ტონაა, ქუთაისში აეწყო, 160 ტონა წარმადობის ქარხანა კი — მარნეულში.
ფოტო: თეგეტა
"მსოფლიო ბრენდის MARINI-ს ქარხნის ჩამოტანაზე, აწყობაზე, სატესტო რეჟიმში გაშვებასა და შემდგომ უკვე საგარანტიო მხარდაჭერაზე მთლიანად ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. პროცესი, საშუალოდ, 2-3 კვირა გრძელდება. საქმე ეხება, ჯამში, 15-20 მეტრი სიმაღლის დიდი კონსტრუქციების აგებას, რა დროსაც თითოეულ პატარა დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება. ამ მიმართულებით თეგეტა ჰოლდინგის მთავარი უპირატესობა კონკურენტული ფასი, უმაღლესი ხარისხი, მოწოდების ხელსაყრელი პირობები და სათადარიგო ნაწილების ძალიან კარგი სასაწყობე ნაშთია. მთავარია ისიც, რომ გვყავს დატრენინგებული სერვისპერსონალი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია", — აცხადებს ნიკა აბესაძე, ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას დირექტორი.
MARINI მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ასევე, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. ბრენდის ტექნიკა გამოირჩევა გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით და პასუხობს ინდუსტრიაში არსებულ ყველა გამოწვევას - არ აქვს დიდი რაოდენობის გამონაბოლქვი და არ იწვევს ზედმეტ ხმაურს.
ბიზნესისთვის ახალი ასფალტის ქარხანა ნიშნავს შემცირებულ საოპერაციო დანახარჯს. ერთიანად, რა თქმა უნდა, დიდი ინვესტიციაა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში - მოგებიანი. კომპანიები, რომლებიც მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ, არიან ასფალტის მომწოდებლები ან თავად აგებენ ასფალტს, აცნობიერებენ, რომ ახალი ქარხნის შეძენის შემდეგ წარმოების დროს ძალიან ზუსტია ოპერაციული ხარჯები და გამორიცხულია ზედმეტი დანახარჯი. გარდა ამისა, ახალი ასფალტის ქარხანა ნაკლებ საწვავს მოიხმარს, რაც ბიზნესს თვითღირებულებას უმცირებს", — აცხადებს ნიკა აბესაძე, ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას დირექტორი: „
სტაციონარული ასფალტის ქარხნების რეალიზაციის გარდა, ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას (CMG) MARINI-ს ბრენდის მიმართულებით სხვა წარმატებებიც ჰქონდა - 2022 წელს გაიყიდა მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმო და ბიტუმის რამდენიმე ავზი.
კომპანიის დირექტორი ნიკა აბესაძე ვარაუდობს, რომ 2023 წელი კიდევ უფრო აქტიური და წარმატებული იქნება, რადგან ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ემზადება, რომელთა განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია თეგეტა ჰოლდინგის როლი, რომელიც საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები