მეფე ჩარლზი

24 Feb. 2023, 17:00

უკვე ერთი წელია, რაც უკრაინელი ერი არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი თავდასხმის გამო წარმოუდგენელ ტანჯვას განიცდის. მათ აჩვენეს მართლაც შესანიშნავი გამბედაობა და გამძლეობა ასეთი ადამიანური ტრაგედიის წინაშე.

მსოფლიო ამ გაუმართლებელ ტანჯვას შიშით შესცქეროდა. მქონდა პატივი ბევრ მათგანს აქ, გაერთიანებულ სამეფოში და მთელ მსოფლიოში შევხვედროდი, რუმინეთიდან კანადამდე.

ამ თვის დასაწყისში პრეზიდენტ ზელენსკის ბუკინგემის სასახლეში შევხვდი, რათა უკრაინელი ხალხისთვის ჩემი პირადი მხარდაჭერა გამომეხატა. იმედის მომცემია, რომ გაერთიანებული სამეფო, თავის მოკავშირეებთან ერთად, უკრაინის დასახმარებლად ამ ურთულეს დროს ყველაფერს აკეთებს .

მეფე ჩარლზმა უკრაინაში შეჭრის წლისთავზე დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია. ამასთანავე, მან შეაქო უკრაინელი ხალხის გამბედაობა და გამძლეობა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი მოკავშირეებს მოუწოდებს უფრო სწრაფად გადავიდნენ უკრაინის შეიარაღებაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…