საქართველოს ბანკის ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ფარგლებში უკვე 70 მონაწილე გადამზადდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ფარგლებში უკვე 70 მეწარმე ქალი გადამზადდა. აღნიშნული პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის წახალისებას ისახავს მიზნად. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს — თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.
"პროგრამის პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. წელიწადში მიღება საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრას 25 მეწარმე შეძლებს. პროგრამას არ აქვს სექტორული შეზღუდვა და მოიცავს მეწარმეებს მრავალფეროვანი ინტერესებითა და გამოცდილებით. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იღებენ თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების იმ კომბინაციას, რომელიც აუცილებელია წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის. ღრმად გვწამს, რომ მეწარმე ქალთა გაძლიერებით ძალიან ბევრი ახალი, ინოვაციური პროექტი შეიქმნება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს", — აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, ანა ჩხეიძე.
პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლი საშუალოდ 2 თვის მანძილზე გრძელდება, რის შემდეგაც მონაწილეები გადადიან საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე. პროგრამა მეწარმეებს, ასევე, სთავაზობს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს უკავშირდებიან.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, 3 ბიზნესკურსიც შეიმუშავა, რომლის გავლაც მონაწილეებს ონლაინ შეუძლიათ. ეს კურსებია: საბაზისო ციფრული რესურსები; ეფექტიანი კომუნიკაცია და მეწარმეობის საწყისები.
"პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის, როგორც დამწყებ, ასევე, უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს აერთიანებს და მათ კომპანიების გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია იმ ახალი ბიზნესუნარების გამომუშავების, ცოდნისა თუ გამოცდილებისთვის, რაც პროექტში მონაწილეობისას მიიღეს. პროგრამის ფარგლებში მეწარმე ქალებმა გადამზადებასთან ერთად, ქოუჩინგით, საკუთარი ბრენდის პროდუქციის ფოტოსესიითა და მეწარმე ქალთა კატალოგში კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით ისარგებლეს, რამაც მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა, აკეთონ საყვარელი საქმე ხარისხიანად", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები