გაიცანით საქართველოს ბანკის ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ბენეფიციარი, მადონა ბეინაშვილი
ფოტო: საქართველოს ბანკი
"ბელის ცომიკები" სიყვარულის, ხალისის, სიფერადისა და ფანტაზიის უსაზღვრო წყაროა. მას შეუძლია ოჯახის წევრები შვილებთან უფრო მეტად დააახლოოს, გაახალისოს და გააბედნიეროს არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. ჩვენთან ერთად ყველა ბედნიერია", — ამბობს საბავშვო საძერწი ეკო პლასტილინის — "ბელის ცომიკების" დამფუძნებელი, მადონა ბეინაშვილი, რომელიც საქართველოს ბანკის ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია.
მადონა გვიყვება, რომ სწორედ ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობისას გადაწყვიტა კომპანიის სახელის — "ცომიკების" დარქმევა.
"ბელის ცომიკები" საძერწი ცომია, რომელიც მზადდება მხოლოდ საკვები პროდუქტით. ცომს რბილი, სასიამოვნო და მარტივად ფორმირებადი სტრუქტურა აქვს, რომელიც სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას უწყობს ხელს, აღვიძებს და ავითარებს ფანტაზიას, ფერების აღქმას. "ბელი" დავარქვი იმიტომ, რომ ჩემი შვილების სახელებს — ბესოს და ლიზის მოიცავს, თან თავისთავად საყვარელი სიტყვაა და საბავშვო თემას უხდება. "ცომიკები" კი, საძერწი ცომია, პატარაა, ფერადი და საყვარელი, შესაბამისად „ცომიკები“ უფრო ზუსტად ასახავს მას.
'ერთ ამბავს გავიხსენებ, როდესაც ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ ტრენინგზე ჩემს იდეას ვაცნობდი — "ცომიკები" რამდენჯერმე ვახსენე და აღნიშნულმა სიტყვამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ამან კიდევ უფრო მეტად გადამაწყვეტინა "ცომიკების" დარქმევა", — გვიყვება მადონა.
მეწარმემ იდეა, რომელიც ბიზნესად აქცია, საკუთარ შვილებს დაუკავშირა.
"სახლში ხშირად ვამზადებდი მსგავსი ტიპის გასართობებს, რადგან ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. ერთ-ერთი აუტისტური სპექტრის მქონეა და მისი განსაკუთრებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მრავალფეროვნებისთვის საკმაოდ ბევრი რამე ვცადე. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ეკოლოგიურობას. შესაბამისად, ამ დამოკიდებულებამ გადამაწყვეტინა სათამაშოების კეთება. "ცომიკები" ერთ-ერთი იყო, რაც ჩემი შვილებისთვის დავამზადე. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ხარისხის გამოვიდა — ამის შემდეგ კი, აქტიურად ვამზადებდი სხვადასხვა ფერის ცომებს. ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი, საჭირო და საყვარელი გასართობი გახდა, ყველგან თან ვატარებდით, სადაც წავიდოდით. ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო ისიც, რომ ჩემი შვილის თერაპევტებს ძალიან მოეწონათ და დღეს ისინი თერაპიის პროცესში აქტიურად იყენებენ. ასე იქცა გასართობი სათამაშო "ცომიკები" ბიზნესად", — გვიყვება მადონა.
ეკომეგობრული და მრავალფეროვანი "ცომიკები" გათვლილია, როგორც ბავშვებზე, მშობლებზე, ასევე პატარებთან მომუშავე სპეციალისტებზე.
"ცომიკებით" თამაშს დამამშვიდებელი ზემოქმედება აქვს, რომელიც ხსნის სტრესსა და დაძაბულობას. უფროსებისთვის ეს არის საუკეთესო საშუალება ბავშვებთან საკომუნიკაციოდ და სათამაშოდ. უფროსი ასაკის ადამიანებისთვის საკმაოდ კარგია ხელის მტევნების გასავარჯიშებლად, განსაკუთრებით ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში", — გვიხნის მეწარმე.
მადონა სამომავლოდ გაფართოებასა და სასწავლო კურსის დამატებასაც გეგმავს, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უფასო იქნება.
"სამომავლოდ ვაპირებ "ცომიკებთან" დაკავშირებით აქსესუარების, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხის დაფების, საბრტყელებლის, საჭრელის, ასევე საბავშვო წინსაფრებისა და სამკლავურების დამატებას. ვაპირებ უგლუტენო საძერწი ცომის გამოშვებას, იმ პატარა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც გლუტენის აუტანლობა აქვთ. ასევე, ვგეგმავ გაფართოებას, სტენდის გაკეთებას, მაღაზიებთან და საბავშვო ცენტრებთან თანამშრომლობას. ვაპირებ კურსის გაკეთებასაც, რომელში მონაწილეობაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უფასო იქნება", — აღნიშნავს მადონა.
"ბელის ცომიკების" შეძენა, ონლაინ მაღაზიასა და გამოფენებზეა შესაძლებელი.
რაც შეეხება ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას, მადონა ამბობს, რომ აღნიშნულმა პროგრამამ დიდი წვლილი მიიღო მისი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში.
"ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამიდან ძალიან ბევრი რამ მივიღე — მოტივაცია, ცოდნა, მიმართულება, საინტერესო ადამიანები, იდეები, რაც მთავარია სახელი "ცომიკები", რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს პროგრამა არის და ყოველთვის იქნება ჩვენი საქმიანობის, იმ გეგმებისა და მიზნების სათავეში, რომელიც გვაქვს და სულ მალე განვახორციელებთ“, - ამბობს ბელის ცომიკების დამფუძნებელი, მადონა ბეინაშვილი.
ინფორმაციისთვის, ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები