ჯინ შაჰინი

22 Feb. 2023, 22:31

კანონი, რომელიც პარლამენტში წარადგინეს, არ არის ამერიკული კანონი FARA. მე მიმუშავია იმ კანონზე, მის რეფორმირებაზე. პირველად ის 1930-იანებში იყო მიღებული ჰიტლერის პასუხად, როგორც ძალისხმევა, რომ ამოგვეცნო ლობისტები ან სხვები, რომლებიც სხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ აშშ-ში და მათ მოვთხოვეთ რეგისტრაცია. აქაური კანონპროექტი არის რუსეთში არსებული კანონის მსგავსი, რომელიც ძალიან ეფექტიანი იყო რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვისა და მედიის გასაჩუმებლად. ეს არ არის ხელშემწყობი იმ 12 პირობისა, რომლის შესრულებაც ევროკავშირმა სთხოვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს კანონი ძალიან ჰგავს იმას, რომელიც უნგრეთმა მიიღო და რომელიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ასე რომ, ეს არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც, ვფიქრობ, ვისურვებდით დემოკრატიულ ქვეყანაში. და, არც გამჭვირვალეობისთვის არის საჭირო ასეთი კანონი. არგუმენტი, რომ ეს გამჭვირვალეობისთვის არის საჭირო, უბრალოდ არ ჭრის, რადგან უკვე არსებობს გამჭვირვალეობა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ისედაც ეკისრებათ ვალდებულება განაცხადონ საიდან ფინანსდებიან.

ამბობს ამერიკელი კონგრესმენი რადიო თავისუფლებასთან. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონი, რომელიც რუსული კანონის ჰგავს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…