დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი "თეგეტა მოტორს ბაქოს" მულტიფუნქციურ სერვისცენტრს ესტუმრა
"თეგეტა მოტორს ბაქოს" სერვისცენტრს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. ლეო დოხერტს კომპანიის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და ბრიტანული ბრენდის, JCB-ის სტანდარტებით აშენებული ცენტრი დაათვალიერებინეს.
JCB-ის წარმომადგენლობა ბაქოში თანამედროვე ინფრასტრუქტურით 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და საოფისე სივრცეს, სერვისცენტრსა და შოურუმს აერთიანებს. "თეგეტა მოტორს ბაქო" მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილების რეალიზაციასა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს.
ლეო დოხერტი, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში: "კარგია, რომ აქ, აზერბაიჯანში, ბრიტანული ბიზნესის პოპულარიზაცია ხდება და ბაზარზე მაღალი ხარისხის სპეცტექნიკის რეალიზაციის მიზნით ჩვენი პარტნიორები მთელი რეგიონის მასშტაბით თანამშრომლობენ. JCB დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საინჟინრო და საწარმოო კომპანიაა, რომელიც მესამე უდიდესი სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელია მსოფლიოში და დღემდე ინარჩუნებს საოჯახო ბიზნესის სტატუსს. ბაქოში, ჩემი შეხვედრების ფარგლებში, განვიხილეთ სამომავლო პერსპექტივები, რაშიც დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ ბრიტანული ბრენდების ჩართულობას ვიხილავთ აზერბაიჯანში ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებში და გავაგრძელებთ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების ძიებას".
"თეგეტა მოტორს ბაქოში" ვიზიტისას ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ცენტრში არსებულ JCB-ის ტექნიკას გაეცნო. ბრიტანულ ბრენდს, რომელიც 800- ამდე დილერით მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, კავკასიის მასშტაბით "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ექსკლუზიურად წარმოადგენს.
დავით ენდელაძე, "თეგეტა მოტორს ბაქოს" დირექტორი: "დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ჩვენს სადილერო ცენტრში, "თეგეტასა" და JCB- ის საიმედო თანამშრომლების კიდევ ერთი დასტურია. "თეგეტა მოტორს ბაქო", როგორც JCB-ის ოფიციალური წარმომადგენლობა, აზერბაიჯანის ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს ვთავაზობთ ბრიტანული ნომერ პირველი ბრენდის ტექნიკასა და სრულ საგარანტიო მომსახურებას აზერბაიჯანის მასშტაბით. ამ გაფართოებამ საშუალება მოგვცა, პრემიუმ ბრენდის ტექნიკის მიწოდებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას".
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის
საკითხებში აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები