თეა წულუკიანი

17 Feb. 2023, 23:14

ეს რეზოლუცია, რომელიც სამარცხვინოა, ევროპის სირცხვილი კი არ არის, ეს არის ევროპარლამენტის სირცხვილი. NDI და ასეთი ორგანიზაციები, მაგალითად, როდესაც ზომავენ პრემიერის რეიტინგს... მათ რომ გაზომონ ევროპაში ევროპარლამენტის რეიტინგი, ძალიან მძიმე შედეგი იქნება, ჩემი აზრით. თუ რამე ისეთი გაუმჯობესება არ მოხდა, რაც მე ევროპიდან წამოვედი, რომ ყველას გაგვიკვირდეს. 

მე 12 წელი ვიცხოვრე საფრანგეთში და აქედან 10 წელი ვიცხოვრე იმ სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციებს და მე არ შემხვედრია ევროპელი, ამომრჩეველი, რომელიც... მუდმივად ისმოდა, რომ ესენი ხალხის ინტერესს არ წარმოადგენენ, ესენი არიან ბიუროკრატებად ქცეული ხალხი, ვინც რაღაც საკითხებზე მსჯელობს, რომელიც მათ საჭიროებებს, გასაჭირს არ პასუხობს.

ამიტომ, ალბათ, ჯერ მათი ავტორიტეტი უნდა გაზომონ ევროპაში, რომ გავიგოთ, რა დონის ავტორიტეტის მქონე ორგანოა.

ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი პოსტივის გადაცემაში ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა და ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…