რას პასუხობს სირცხვილია პაპუაშვილს კითხვაზე, ვინ აფინანსებს მათ
ფოტო: ქართული ოცნება
სირცხვილია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან მოძრაობის დაფინანსების წყაროებზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პაპუაშვილი სირცხვილიას დამფინანსებლებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჟურნალისტებმა ანტიდასავლური მოძრაობის ინიციატივაზე ჰკითხეს.
- "ვინ არის სირცხვილიას დამფინანსებელი, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რა ვიცი, იცით თქვენ, ვინ არის?" — იკითხა მან და ასე სცადა უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტის "მნიშვნელობის" წარმოჩენა.
- მან სირცხვილია ძალადობრივ ორგანიზაციად და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ფრთად მოიხსენია.
სირცხვილიამ პაპუაშვილს ურჩია "აგენტების" სხვაგან ძებნის ნაცვლად, გუნდის წევრთა ბიოგრაფიებით დაინტერესდეს, ნაწილის კი თავადვე ჩამოუთვალეს.
- "ირაკლი კობახიძე, 2006-14, გაეროს პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და მენეჯერი. თავად თქვენ 2017-20, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი";
- "სოზარ სუბარი, 1995-2000, ლონდონის ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის კორესპონდენტი და IREX-ის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი";
- "ბიოგრაფიების შესწავლისას შემთხვევით წავაწყდით: რამინა (რიმა) ბერიძე, 1985-1991, რაიკომის მდივანი", — წერენ ისინი.
გარდა ამისა, მიაწოდეს მოძრაობის ფინანსური დონორებზე ინფორმაციაც.
- მათი განცხადებით, რუსული კანონის ანალოგის მიღებით, მიზანმიმართულად უთხრიან ძირს საქართველოს ევროპულ მომავალს.
ფოტო: სირცხვილია
წასულების ინიციატივა: ანტიდასავლურმა მოძრაობაში "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" შექმნა სურთ.
- ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობითა და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკითაა შედგენილი, თუმცა მსგავსი კანონი აშშ-ში 1938 წელს ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, მოგვიანებით კი უცხოური ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლამდე დავიწროვდა.
- სამაგიეროდ, კანონი, რომელზეც მუშაობენ, წლებია, არსებობს რუსეთში.
- ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას რუსეთის მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- წასულების ინიციატივა კრიტიკულად შეფასდა სამოქალაქო სექტორში, ომბუდსმენის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
კომენტარები