რას ამბობენ ექსპერტები "უცხოური აგენტების" კანონპროექტზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
"უცხოური აგენტების" შესახებ ექსპერტები საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გამოკითხა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი დააინიცირა.
- კანონით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- მმართველი გუნდიდან ამ ინიციატივას არავინ გამიჯვნია და პირიქით, ითქვა, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა" ნამდვილად არსებობს.
დეტალები: როგორც GIP აღნიშნავს, შეფასებები გაკეთებულია მანამდე, სანამ "ხალხის ძალა" ოფიციალურად წარადგენდა კანონპროექტს პარლამენტში 2023 წლის 14 თებერვალს.
- ექსპერტებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან ამ დაშვებას: "იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც ნეგატიურად აისახება, სამომავლოდ, ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე".
- პასუხები ასე გადანაწილდა:
ფოტო: სქრინი
თამარ ხულორდავა: ქართული ოცნების ყოფილი წევრი ამბობს, რომ არა თუ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღება, არამედ მისი სერიოზული განხილვაც კი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ისედაც შერყეულ საერთაშორისო რეპუტაციას.
- "კანონის საბოლოოდ არ მიღების შემთხვევაშიც კი, მისი განხილვით უდიდესი ზიანი მიადგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას".
- "ქვეყანას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს და აქტივობას, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არავინ განიხილავს ევროკავშირის წევრობის სერიოზულ კანდიდატად".
თორნიკე გორდაძე: პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დოქტორის თქმით, შესაძლებელია, რომ ამ კანონპროექტზე საუბარი მმართველი ძალის ერთგვარი ტაქტიკაა და ამით ის ცდილობდეს დასავლეთიდან (ევროკავშირიდან და აშშ-დან) გახშირებული კრიტიკაზე რეაგირებას.
- ამბობს, რომ მმართველი პარტია, რომლის ნაწილად და ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ წამოსული დეპუტატების მოძრაობა, ამით აჩვენებს მზაობას, რომ დასავლეთიდან მომავალ წნეხზე შეუძლია ამგვარი რეაგირება: "ღიად ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, რომლის გეოპოლიტიკური გაგრძელება იქნება საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე გადასვლა".
- "საქართველოს მთავრობას და პირველ რიგში მის არაფორმალურ მმართველს შესაძლოა ამით სურდეთ დასავლეთს აჩვენონ რომ მათ შეუძლიათ ევროპის და აშშ წინააღმდეგ უფრო აქტიურად იმოქმედონ", — განმარტავს ის.
- მისივე თქმით, კანონს მიიღებენ თუ არა დამოკიდებული იქნება დასავლეთის რეაქციაზე და თუნდაც საქმე კანონპროექტის დამტკიცებამდე არ მივიდეს, ეს აჩვენებს შემდეგს:
- "1. საქართველოს მთავრობისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე ძალაუფლებაში დარჩენა. ის ადვილად შეელევა ბოლო ათწლეულების პოლიტიკას".
- "2. საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკურად დასავლეთი არის სუსტი და მას შეუძლია შანტაჟის ენით ესაუბროს. ის ხშირად იმეორებს, რომ ევროპას უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა";
- "3. საქართველოს მთავრობა საკმაოდ შორს დგას ღირებულებების კუთხით ევროკავშირსა და აშშ-სგან. მისთვის ბევრად უფრო ახლოა რუსული ან უფრო მსუბუქი უნგრული და თურქული მოდელები".
ნატა საბანაძე: ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში მოწვეული პროფესორის განცხადებით, ეს იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისგან გადახვევა.
- "უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესზე, რომლისგან გადახვევა უკვე დაწყებულია".
- "ეს კანონი კიდევ ერთი, განსაკუთრებით დამაზიანებელი ნაბიჯი იქნება. ფინანსური სანქცია მოჰყვება თუ არა, რთული სათქმელია სრული დამაჯერებლობით. ალბათობა დიდია".
გია ნოდია: ილიას უნივერსიტეტის პროფესორი აცხადებს, რომ ეს კანონი არსებითად იმეორებს რუსეთის და მისი სატელიტების თუ მიმბაძველების მსგავს კანონმდებლობას.
- "ასეთი ნაბიჯი, ერთი მხრივ, უპირისპირდება ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებს, მეორე მხრივ კი, გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების მიმართ".
ჰუბერტუს იანი: კემბრიჯის უნივერსიტეტში რუსეთისა და კავკასიის ისტორიის პროფესორი ამბობს, რომ აღნიშნული პოლიტიკა პირველად მიიღეს და გამოიყენება რუსეთის ფედერაციაში და შედეგს ყველა ხედავს.
- "ამან რუსეთში გამოიწვია დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების სრული დემონტაჟი და ავტოკრატიული და კორუმპირებული დიქტატურის აღზევება, რასაც თან ახლავს მრავალი შეუზღუდავი სასჯელი და უდანაშაულო პირების დაპატიმრება".
- "ეს პოლიტიკა დიამეტრულად ეწინააღმდეგება ევროპაში არსებულ იურიდიულ პრაქტიკას და თავისუფლების ტრადიციებს. ეს, ფაქტობრივად, გააჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს (რაც, შესაძლოა, განზრახული იყოს წარმოდგენილი კანონპროექტის მიღმაც)".
- "კანონის მიღება გრძელვადიან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობასა და განვითარებაზე. ამავდროულად, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში ახალგაზრდა და განათლებულ თაობაზე, რომელთაგან ბევრმა, შესაძლოა, ქვეყნიდან წასვლა მიიჩნიოს გამოსავლად (ისევე, როგორც რუსეთში)".
შტეფან მაისტერი: საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს (DGAP) საერთაშორისო წესრიგისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზიდან.
- "მისი მოქმედებები მედიის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის შესუსტება და ახლა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ აღქმულია კრიტიკულად, რადგან საბოლოო ჯამში ის ძირს უთხრის ევროინტეგრაციის საკვანძო კომპონენტებს".
- "უცხოური გავლენის შესახებ კანონი უფრო ახლოსაა რუსულ პრაქტიკასთან, რომელიც ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს საერთაშორისო კონტაქტები და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება. ყველაფერი ეს დაკავშირებულია საზოგადოების კონტროლთან და იზოლაციასთან".
- ექსპერტთა შეფასებებს სრულად შეგიძლიათ, გაეცნოთ აქ.
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
გადახედვა
-
რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
გადახედვა
-
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
-
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
გადახედვა
-
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
-
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
გადახედვა
-
ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგია ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგია
გადახედვა
კომენტარები