გიორგი ვაშაძე

4 Feb. 2023, 16:03

მე ვფიქრობ, რომ რაღაცა დიდი სპეკულაციები დაიწყო და ძალიან ვწუხვარ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია. ზურამ თვითონ გააკეთა განცხადება დღეს. არაფერი არ შეცვლილა, ფორმატი, რომელიც ჩვენ შევქმენით სამი პარტიის, ისევ მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. [...]

რაც შეეხება დიდ ერთობას დავუბრუნდებით მაშინ, როცა ამის რეალური გარემოებები იქნება, ხომ?! ხვალ არც არჩევნებია და არც რამე კონკრეტული არ არის. ახლა მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დავკონცენტრირდეთ 24 თებერვალზე, რისთვისაც ძალიან დიდი ერთიანობა გვჭირდება. ეს არის ის რაც არ გვყოფს, პირიქით — გვაერთიანებს. [...]

სამოქმედო გეგმა როგორც გვქონდა ჩვენ დროასთან და გირჩთან ერთად, ისევ გვექნება ეს გეგმა. მე, ზურა და ელენე სამივე აქ ვართ. ამიტომ ყველა ჩასაფრებულ ადამიანს, ვინც ზარ-ზეიმი შემოცხო, მინდა ვუთხრა — ტყუილად გიხარიათ. 

ასე ეხმაურება TV პირველის ეთერში სტრატეგიია აღმაშენებლის ლიდერი ბოლო დღეების განხილვებს ოპოზიციური ერთობის დროებით გადადებაზე. 2 თებერვალს ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ახლა არ არსებობს პირობები, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა შეიკრას და მიიღეს გადაწყვეტილება, ამ საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდნენ. თუმცა მანვე განმარტა, რომ დამოუკიდებელ თამაშზე ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ პროცესებზე არ ექნებათ კოორდინაცია, მათ შორის, დროასთან და სტრატეგია აღმაშენებელთან. დღეს კი ჯაფარიძემ განმარტა, რომ არსად გასულა და ისევ აგრძელებს თანამშრომლობას ამ პარტიებთან. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია

27 სექტემბერს ლოს-ანჯელესში 2026 წლის MTV-ის დაჯილდოება გაიმართა. საღამოს ყველაზე მეტი გამარჯვება მადონამ მოიპოვა,…