გიორგი ვაშაძე

14 Dec. 2022, 22:14

სიტუაცია არის უმძიმესი. დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ, სამწუხაროდ, საქართველო არ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. 

ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ აგვარიდოს ევროპულ ინტეგრაციას. პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ ნათქვამია, მკაფიოდ პერსონალური სანქციების შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და მის გარემოცვასთან მიმართებაში. 

პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციამ პირდაპირ და ცალსახად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე, ნიკა გვარამიასთან მიმართებაში.

და მე მინდა, მივმართო მას: აი, პასუხი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტის რეზოლუციას გასცა, არის ეს წამების ამსახველი ვიდეო და ეს ვიდეო არის დამონტაჟებული. ეს ვიდეო მოიცავს სხვადასხვა პერიოდს წლის მანძილზე და პირდაპირ ასახავს, რა მდგომარეობაშია, ერთი მხრივ სააკაშვილი და როგორ უნდათ, ერთი ლუკმის ჭამის ფაქტი აქციონ, არ ვიცი, ატრიალებენ. ტელეკომპანია იმედი სამარცხვინოა უბრალოდ. ატრიალებენ ამას.

ამიტომ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს, თქვენ სრულიად ევროკავშირმა მოგმართათ და დაგაკისრათ პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი გადადგათ. ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს მკაფიო პოზიცია თქვენი მხრიდან.

ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. დღეს პენიტენციურმა სააკაშვილმა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის კადრები, რომლებიც დამონტაჟებულია და არ აქვს ხმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
  2. ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას
  3. "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
  4. ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
  5. ირაკლი კობახიძე: ჩამოყალიბდება ტექნიკურ მიმართულების ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ ყაველაშვილი: ჯეი დე ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვენთან

"ჯეი დე ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვენთან და უფრო სიღრმისეული…