რა ხდება დიდ ოპოზიციურ ერთობაზე?
ფოტო: ელენე ხოშტარია / Facebook
ბოლო დღეებში გავრცელებულმა განცხადებებმა ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
რა მოხდა: რამდენიმე თვეა ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს — გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი აცხადებდა, რომ ქართული ოცნების დამარცხების ერთადერთი გზა არის დიდი ერთობა საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო.
- ამ 3-მა პარტიამ მოქალაქეებთან ერთად 24 თებერვალს აქცია დაგეგმეს — პარტიების ლიდერები ამბობდნენ, რომ აქციას რამდენიმე მთავარი მიზეზი და მიზანი ექნება, რის გარშემოც მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს.
- ბოლო პერიოდში ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებამ და არჩევნებმა წინ წამოწია ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი — ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ მასთან თანამშრომლობა მიუღებლად მიაჩნიათ.
- გარდა ამისა, 2 თებერვალს გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 39% არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს, 25% — ქართულ ოცნებას, 6% — ნაციონალური მოძრაობას, ხოლო 13% — სხვა პარტიებს.
- სწორედ ამ კვლევის შემდეგ, განახლდა საუბარი საერთო ოპოზიციურ ერთობაზე და გირჩის წევრებმა განაცხადეს, რომ ახლა ამის დრო არ არის და გეგმა დაახლოებით, 1 წლით უნდა გადაიდოს.
რა თქვა ცოტნე კობერიძემ: 2 თებერვალს TV პირველის ეთერში გირჩი — მეტი თავისუფლების წევრმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ვერ დააჯერებს ამომრჩეველს, რომ მათ მხარეს ღირსებაა, რადგან როცა ოპოზიციაში რამე ხდება ენის მოჩლექით საუბრობენ. აქვე მან ახსენა ენმ და ვანო მერაბიშვილთან შეუთავსებლობის საკითხი.
- "მე არ მგონია კაცს ღირსეული ეგონო, თუ ენის მოჩლექით ლაპარაკობ და გიჭირს იმის აღიარება, რომ მაგალითად, მე არასდროს მომეწონება ის, რაც ბოლო ხანებში ხდებოდა და მანქანებს, რომ იყოფდნენ. რაც ხდება, რომ არ მომწონს და ამას ვერ ვიტყვი ეთერში მე ღირსეული ვერ გამოვჩნდები, იმიტომ, რომ ჩემს თავს ვმალავ. რომ მე არ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ არ ვითანამშრომლებ არასდროს ერთ სიაში არ ვეწერები ვანო მერაბიშვილთან", — განაცხადა მან.
- დამაზუსტებელ კითხვაზე აღნიშნა, რომ ეს არამხოლოდ მისი, არამედ პარტიის პოზიციაა და გადაწყვიტეს, რომ უნდა გააგრძელონ გირჩის კეთება და "მხოლოდ იმის ძახილი, რომ ერთობა გადაარჩენს, სიბანძე და სიბანძის ერთობა ვერაფერს გადაარჩენს".
- "იმის მიღმა, რაც ნიშნავს, რომ ვისთან ერთად ვეწერებით საერთო სიაში, დღეს ამაზე საუბარი ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ არის სწორი, არ არის გულწრფელი. როცა პარტიის ერთი ნაწილი მეორეზე ამბობს, რომ ქოცებზე უარესიაო, ეს ხომ ფაქტი იყო. მე რომ ამ დროს ვთქვა, რომ ვაპირებ იმ ხალხთან ერთად ყოფნას, რომლის ნახევარიც ამბობს, რომ მეც კი აღარ მინდა ამასთან ყოფნაო, რანაირი გირჩი ვიქნები, რანაირი ცოტნე ვიქნები და რანაირი მართალი ვიქნები", — განაცხადა კობერიძემ.
რა თქვა ზურაბ ჯაფარიძემ: იმავე დღეს გირჩი TV-ში პარტიის წევრებმა NDI-ის ბოლო კვლევა განიხილეს. ამ ეთერში გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა განაცხადა, რომ ახლა არ არსებობს პირობები, რომ დიდი ერთობა შეიკრას და მიიღეს გადაწყვეტილება, ამ საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდნენ და მანამდე მეტი ძალისხმევა გაწიონ, რომ მათი პარტია განვითარდეს.
- მანვე განმარტა, რომ დამოუკიდებელ თამაშზე ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ პროცესებზე არ ექნებათ კოორდინაცია, მათ შორის, დროასთან და სტრატეგია აღმაშენებელთან.
- "საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას და სტატუსის მიღებას, ამაზე ვიყავით ჩვენ შეთანხმებული და შეთანხმება ისევ ძალაშია, ან ეხება, მაგალითად, უკრაინის თემას. ჩვეულებრივად გვექნება კოორდინაცია, როგორც აქამდე გვქონდა", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას ისევ ერთად აორგანიზებენ.
რა თქვა ბორის ყურუამ: ამავე ეთერში გირჩის კიდევ ერთმა წევრმა განაცხადა, თუ არჩევნებამდე ოპოზიციური ერთობა ვერ შედგება, გირჩი უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ შეძლოს არჩევნებზე მარტო გასვლა.
- "ზურას, ჩვენს პარტიას, რომ ჰქონოდა რეიტინგი 7-10% უფრო შეიძლება გამოსვლოდა ის, რაც უნდოდა, დიდი ოპოზიციური ერთობა შეკრულიყო ჩვენს ირგვლივ", — განაცხადა ყურუამ.
- მისივე განმარტებით, გირჩის მიზანი სისტემის ცვლილებაა და პარტიებთან ყველაზე დიდი პრინციპული განსხვავება შეიძლება ჰქონდეთ მათ, ამიტომ უნდათ, რომ უფრო ძლიერები იყვნენ და თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდება, იქ მათი იდეების წვლილი უფრო მეტი იყოს.
რა თქვა პაატა მანჯგალაძემ: 3 თებერვალს პალიტრა ნიუსის ეთერში სტრატეგია აღმაშენებლის წევრს წამყვანმა ჰკითხა, მოსალოდნელია თუა რა დროას, გირჩისა და მათი პარტიის თანამშრომლობა "ხაბეიშვილი, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან", რაზეც მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მისთვის არანაირი სხვაობა არ არის ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის ენმ-ს შორის.
- "როგორც ვთანამშრომლობდით და მივედით სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მელიასთან ნაციონალურ მოძრაობაში, მე პირადად არანაირი კომპლექსი არ მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მივიდე ლევანთან. პირადად გეუბნებით, ჩვენს პარტნიორებთან ამ საკითხზე არ მისაუბრია, მაგრამ არ მგონია, რომ სააკაშვილის გადარჩენის საკითხზე რამე განსხვავებული თანამშრომლობა იყოს. რაც შეეხება გრძელვადიან თანამშრომლობას, ეს უნდა იყოს საერთო ოპოზიციური სტრატეგიის ნაწილი", — აღნიშნა მან.
- ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას კი, მანჯგალაძემ თქვა, რომ სამეულს ისევ მჭიდრო კოორდინაცია აქვს და ზურა ჯაფარიძის განცხადება არ ნიშნავს, რომ სტრატეგია აღმაშენებელმა საერთო ერთიანობაზე ფიქრი შეწყვიტა.
- "ზურამ თავის პოზიცია დააფიქსირა. ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელს ფიქრი არ შეგვიწყვეტია. ჩვენ მაინც ვაგრძელებთ, რომ ძალიან ბევრი მოკავშირე გვყავდეს იმ პროცესში, რასაც ჰქვია ევროპაში ინტეგრაცია და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება. ჩვენ ამ პროცესზე უარი არ გვითქვამს და გავაგრძელებთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ ძალა ერთობაშია", — განაცხადა მან.
- "ჩვენ სამეული შეთანხმებული ვართ სტრატეგიაზე, მაგრამ სხვა ცენტრებთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ბევრი არ არის ასეთი, ასეთ პრიორიტეტებზე შეთანხმება არ გვაქვს. რა უნდა იყოს ის იდეა, რის გარშემოც შეგვიძლია ჩვენ ერთად მოძრაობა, ამაზე შეთანხმება მიღწეული არ არის", — დაამატა მან.
- მანჯგალაძემ აღნიშნა ისიც, რომ 24 თებერვლის აქციაზე ხელისუფლების ცვლილების დაწყების გამოცხადებას არ აპირებენ, რადგან სოლიდარობის აქციაა. ხოლო ამის შემდეგ გამოაცხადებენ სამოქმედო გეგმებს, როგორც უნდა ჩამოაშორონ ქართული ოცნება ხელისუფლებას.
ამ საკითხზე ზურა ჯაფარიძემ დღეს TV პირველთანაც ისაუბრა და ისევ განმარტა, რომ დიდი ერთობის გარდა, სხვა საკითხებზე — როგორიცაა 24 თებერვლის აქცია და კანდიდატის სტატუსი, ჩვეულებრივად აგრძელებენ თანამშრომლობას.
- "კი, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილის ფაქტორიც არის. მათ შორის, ამ კოორდინაციას, სადაც გვაქვს, იქ დიდი ჯგუფი ვიყავით ადამიანების, დაახლოებით 120 ადამიანი არის, ვინც დააანონსა 24 თებერვლის აქცია, იქ არიან ადამიანები, ვისთვისაც კონკრეტულად შეუთავსებლობა აქვს ვანო მერაბიშვილთანაც", — განაცხადა მან.
- მოგვიანებით კი ჯაფარიძემ დაპოსტა, რომ არსად არ გასულა და არანაირი განხეთქილება არ არსებობს: "როგორც ვთანამშრომლობდი, ზუსტად ისე ვაგრძლებ როგორც დროასთან და სტრატეგიასთან, ისე ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ამ ქვეყნის დასავლური მომავლის ბედი აღელვებს. ნუ დაუჯერებთ ყველა სულელს ან საკუთარი დღის წესრიგის მქონეს".
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები