USA2GEORGIA: "მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით ვპასუხობთ"
USA2GEORGIA-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს.
კომპანია არ შევა მომხმარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.
ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი — ადამიანები, რომლებიც წლებია ჩვენთან ერთად მოდიან, ან თუნდაც პირველად ისარგებლეს USA2GEORGIA-ს სერვისით, გვიყვარს ყველა, ვისაც სჯერა ჩვენი, ათასობით კილომეტრის სიშორეზე გვანდობს თავის ნივთებს, რომლებიც ხშირად მათი ახდენილი ოცნებებია და სულმოუთქმელად ელის როდის ჩამოვუტანთ აშშ-დან საქართველოში.
15 წელია დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვაშენებთ USA2GEORGIA-ს ბრენდს, ვცდილობთ ვიყოთ ადამიანების საიმედო დასაყრდენი, ერთგული პარტნიორი და მივცეთ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება განვითარებული ქვეყნების მოქალაქეთა მსგავსად ისარგებლონ ინოვაციური, პროგრესული სერვისებით და ამ გზით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევაში — ყველამ ერთად ვიცხოვროთ კიდევ უფრო უკეთეს ქვეყანაში.
ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულება — ადამიანების სიყვარულია, კიდევ დიდი გზა და ბევრი წლები გვაქვს ერთად გასავლელი, ერთმანეთთან ნებისმიერ ფორმატში დავას, გვირჩევნია ჩვენმა გუნდმა წარმოქმნილ გაუგებრობას უპასუხოს — ურთიერთგაგებითა და 100%-იანი პასუხისმგებლობით.
გვსურს, მივმართოთ USA2GEORGIA-ს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია — შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა. კომპანიის მენეჯმენტი ჰპირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება.
USA2GEORGIA — წლების განმავლობაში, მომხმარებელთა ნაცვლად ფარავდა მოცულობითი წონის გადასახადს საოპერაციო ხარჯებიდან, მოხარული იქნებოდა ჩვენი გუნდი — აღნიშნული აქციის გახანგრძლივებისათვის კომპანიას ჰქონოდა შესაბამისი ფინანსური რესურსი, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვების მიმართულებით გაზრდილი ფასებისა და გამკაცრებული რეგულაციების ფონზე, შეუძლებელია მოცულობითი წონის აქციის მუდმივი შენარჩუნება, თუმცა გამოსავალი აქაც არის და დაბრუნდა ამანათების ზომაში შემცირების / გადაფუთვის სერვისი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს".
-
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
- წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგსტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგსტრირდა — საქსტატი
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა
-
TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს
გადახედვა
-
4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება 4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება
გადახედვა
-
რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა" თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
კომენტარები