ანდრეი კასიანოვი

19 Jan. 2023, 01:35

უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში.

[...] იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე სპიკერის, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა ბუკის საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა. მინდა ვთქვა, ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა. რაც შეეხრება უკრაინულ ბუკებს, რომელთა დახმარებით 2008 წელს ჩამოაგდეს 10-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი, რომელმაც დაბომბეს ქართული ქალაქები, უკრაინა ადასტურებს მზადყოფნას, შეისყიდოს ისინი საქართველოსგან ურთიერთსასარგებლო პირობებით. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში გამოყენებას და ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. უკრაინული მხარე ხაზს უსვამს საქართველოს საიმედო მოკავშირეების წრის ჩამოყალიბებისა და მისი უსაფრთხოების რეალური გარანტიების მნიშვნელობას. სწორედ ასეთი პოზიციებიდან ვაფასებთ და განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას მოკავშირეთა, პარტნიორების ფართო კოალიციის ფორმატში, რამშტაინის ფორმატში, თითოეული ქვეყანა შეიძლება იყოს როგორც დონორი, ასევე სამხედრო დახმარების მიმღები, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა ეს ფორმა იმისათვის, რომ ძველი შეიარაღება მოიშოროს და ახალი იყიდოს [სინქრონული თარგმანი]. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…