ალეკო ელისაშვილი

16 Jan. 2023, 13:19

როგორი უპასუხისმგებლობაა, რას ავლენს თბილისის მერია. ვაკის პარკის შადრევნის საქმის შემდეგ, გრინსერვისი კიდევ ორ ტენდერში მონაწილეობს. გრინსერვისის დირექტორი დაჭერილია იმის გამო, რაც მოხდა ვაკის პარკში და კომპანია მაინც იღებს ტენდერებში მონაწილეობას. [...]

მერია არის ერთი დიდი უპასუხისმგებლობა. გამოვლენ ყელმოღერებულები, არიან დაკავებულები, 700 კაცი ჰყავთ პიარში, რომ არიქა გადააგორონ ეს თემა, როგორმე. იმის ნაცვლად რომ ჩავყვეთ საკითხს სიღრმეში. [...]

ახლა მერია და პროკურატურაც მიდგება-მოდგება, რომ ეს თემა [ლიფტების] გადაგორდეს და ვინმეს კონკრეტული პასუხისმგებლობა არ გამოჩნდეს, რა თქმა უნდა ისარი კალაძისკენ არ უნდა წავიდეს. მთელი ძალისხმევა ახლა მერიის და პროკურატურის იქითკენ არის მიმართული, რომ როგორმე კალაძეს ჩრდილი არ მიადგეს და გავაგრძელებთ ცხოვრებას, სანამ სხვა დადგება სასიკვდილო საფრთხის ქვეშ. 

მშვიდობის ქალაქი თუ რა დაარქვა კალაძემ? სინამდვილეში თბილისი არის მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…