ივანე ჩხაიძე

16 Jan. 2023, 12:33

ომიკრონის ის ახალი ქვევარიანტი, რომელიც რამდენიმე თვეა ცირკულირებს მსოფლიოში, ერთ-ერთ ქვევარიანტს წარმოადგენს და არ სრულიად არის ახალი მუტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თუ რისკი არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების, ამის უკან უნდა იდგეს არა მხოლოდ უფრო გადამდები, არამედ მეტად მძიმე მიმდინარეობის განმაპირობებელი ვარიანტი, რაც ნამდვილად არ არის ომიკრონის ეს ქვევარიანტი, რომელსაც კრაკენის სახელით მოიხსენიებენ. [...]

იმისთვის, რომ ეს ქვევარიანტი გახდეს შეშფოთების კატეგორიის, მას უნდა ჰქონდეს სამი თვისება: უნდა იყოს უფრო იოლად გადამდები, უნდა იწვევდეს უფრო მძიმე დაავადებას, უნდა იყოს რეზისტენტული ვაქცინის მიმართ. ამ სამი თვისებიდან ომიკრონის ამ ახალ ვარიანტს მხოლოდ პირველი ახასიათებს. დადასტურებულია, რომ ომიკრონის ყველა სხვა მუტაციას შორის, ეს არის ყველაზე იოლად და სწრაფად გადამდები ვარიანტი. [...]

თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა ომიკრონის სუბვარიანტის მიმართ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ ბუსტერი სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების…