ჩინეთმა აღიარა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა მხოლოდ 60 000-მდე დაასახელა
ფოტო: Qilai Shen for The New York Times
ინფორმაციას მედია ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ რეალური მონაცემები გაცილებით მაღალი იყოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჩინეთმა კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკის წარმოება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც კოვიდის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გაუქმდა.
- თუმცა არც მანამდე არსებული მონაცემები იყო სანდო — პანდემიის გავრცელების შემდეგ ქვეყანას სიკვდილის მხოლოდ 6 ათასამდე შემთხვევა ჰქონდა დადასტურებული.
- ბოლო კვირებში ადგილობრივ და საერთაშორისო მედიებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მორგები და კრემატორიუმები გადავსებული იყო, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა ამას არ ასახავდა.
- რიცხვების ნაკლებობა გამოწვეული იყო იმით, რომ ჩინეთში კოვიდით დაღუპულად მიიჩნევდნენ მხოლოდ იმას, ვინც სუნთქვის უკმარისობით და რესპირატორული პრობლემებით გარდაიცვალა.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიამ განაცხადა, რომ ეს ძალიან ვიწრო განმარტება იყო და პეკინი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობას არასრულად აწარმოებდა.
- მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებამ უპასუხა, რომ არ არის აუცილებელი ყოველი სიკვდილი კოვიდის მიაწერონ.
დეტალები: საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, მოულოდნელად სამედიცინო ადმინისტრაციის ბიუროს ხელმძღვანელმა შაბათს ახალი მონაცემები გააჟღერა — მხოლოდ 8 დეკემბრიდან 12 იანვრამდე პერიოდში 59 938 ადამიანი დაიღუპა.
- მისი განმარტებით, ეს მაჩვენებელი მოიცავს დაახლოებით 5 500 ადამიანს, რომლებიც სუნთქვის უკმარისობით დაიღუპნენ, ხოლო 54 435-ს კორონავირუსთან ერთად ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ჰქონდათ.
- ეს ციფრები მხოლოდ საავადმყოფოში გარდაცვლილებს ასახავს.
სხვა მონაცემები: პეკინის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელიც 11 იანვრის მდგომარეობით თარიღდება — ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში 900 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და ვირუსი მოსახლეობის 64%-ს აქვს.
- არაოფიციალური წყაროებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ზოგიერთ დიდ ქალაქში მოსახლეობის 70-90%-ა ინფიცირებული.
- ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ვარაუდით, COVID-19-ის პიკი, სავარაუდოდ, ორ-სამ თვეს გაგრძელდება.
- ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ ბევრმა პროვინციამ და ქალაქმა უკვე გადალახა პიკი.
ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ დღესასწაულის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.
- რადგან ჩინეთში 21 იანვარს არდადეგები იწყება, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდ ყოველწლიურ მიგრაციას ნიშნავს — 23 იანვარს მშობლიურ ქალაქებში ასობით მილიონი ჩინელი ჩავა მთვარის ახალი წლის აღსანიშნავად.
- საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წელს ჩინეთში კოვიდთან დაკავშირებულ გარდაცვალებათა რაოდენობამ, შესაძლოა, მილიონს გადააჭარბოს.
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
კომენტარები