მიხეილ სააკაშვილი

17 Dec. 2022, 15:27

ჰააგის გამოძიება ქართველების მისამართით ხელოვნურად იქნა ინიციირებული 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. მათ ხელახლა გახსნეს ეს საკითხი მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პროცედურა გვქონდა მორჩენილი 2012 წელს. 2015 წელს ეს რომ გავიგე თავზარი დამეცა. ამის შემდეგ ხდებოდა დამუშავება ქართველი სამხედროების, რათა როგორმე გამოსულიყვნენ ჩემზე. ამის საპასუხოდ მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვანი იურისტების ჯგუფი ვაიამ ახავანის ხელმძღვანელობით და 2020 წელს ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ ალტერნატიული მოხსენება, რომლის არგუმენტები გაიზიარა საბოლოო ჯამში პროკურორმა.

ნამდვილად ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი არ ასრულებდა რუსეთის დავალებას. ძალიან პატრიოტულად და თავდადებით იმუშავა ოცნების იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც თვითონ დევნილია აფხაზეთიდან. მოკლედ, ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს.

რაც შეეხება ჰააგას, დიდი მადლობა გენერალ ყურაშვილს და გოგავას და ყველა იმ სამხედროს, რომელიც არ გაიყიდა და არ მისცა საქართველოს, სამხედრო ხელმძღვანელების და ჩემს წინააღმდეგ ჩვენება, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თქვენი ვაჟკაცობა შერჩება ისტორიას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს

კინოთეატრში ფილმის პრემიერისას მისული მაყურებლები რომ არ უნდა დაასპოილერო, ეს ბევრი ჩვენგანისთვის დაუწერელი წესია. ამ…