საქართველოს ბანკისა და EBRD-ის დახმარებით კომპანია დეილი 50 ახალ ფილიალს გახსნის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ბიზნესების გაძლიერებას. ამ მიზნით, ბანკმა და EBRD-მა მაღაზიების ქსელ დეილისთან ერთად პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შედეგადაც კომპანია 50 ახალ მაღაზიას გახსნის.
პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონ ლარს აღემატება, რაც სრულად ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით დასავლეთ საქართველოში ახალ მაღაზიებს გავხსნით. კომპანია დეილი 2013 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ამ დრომდე კომპანია ჯამში 158 ფილიალს აერთიანებს. აქედან 1 მაღაზია თბილისშია, 16 აღმოსავლეთ, ხოლო 141 დასავლეთ საქართველოში, რომელსაც კიდევ 50 ახალი მაღაზია 2023 წლის ბოლომდე შეემატება. ჩვენს მაღაზიათა ქსელში შერეული პროდუქცია იყიდება, თუმცა გვაქვს საკუთარი წარმოების საკონდიტრო და სამზარეულოს ხაზი, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ახალ ფილიალებშიც შევთავაზებთ", — განაცხადა კომპანია დეილის დირექტორმა, დავით კუხალაშვილმა.
"საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკის, EBRD-ისა და კომპანია დეილის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისა და რეგიონული განვითარებისკენ არის მიმართული. კომპანია დეილი დასავლეთ საქართველოში 50 ახალ მარკეტს გახსნის, რაც ბიზნესის გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის წახალისებას შეუწყობს ხელს", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ სვანიძემ.
"მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ბიზნესს, რომელიც საკმაოდ მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, EBRD-სა და კომპანია დეილის შორის Skills in Business და FINTECC გრანტების შესახებაც გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებაში, არსებული თანამშრომლების გადამზადებაში და გამოცდილი სამუშაო ძალის შენარჩუნებაში. კომპანიას ასევე დაეხმარება გრანტები, რათა შეიძინოს ახალი და ენერგოეფექტური დანადგარები", — განაცხადა EBRD-ს კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
-
POG: ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, საქართველოდან აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა POG: ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, საქართველოდან აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
კომენტარები