რატი ბრეგაძე

14 Dec. 2022, 22:37

ეს ჩვენ გავასაჯაროვეთ იმ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია იმ ყველაფრის აღკვეთა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს, როგორც მწამებელი, ამით დააზიანოს მისი იმიჯი როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მოგეხსენებათ, ჩვენ რა პერიოდშიც ვიმყოფებით ახლა, მიმდინარეობს ევროინტეგრაცია და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს 12 პუნქტის შესასრულებლად და მათ შორის, კიდევ უფრო მეტს.

თუმცა, ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და კონკრეტულად, მსჯავრდებული სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს, რომ აჩვენოს საზოგადოებას და მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას, გარკვეული ყალბი სიუჟეტების შექმნითა და არასწორი სიუჟეტების წარმოდგენით, რომ, თითქოსდა, სახელმწიფო არის ადამიანების უფლებების დამრღვევი, ნურას უკაცრავად, ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ყოველთვის ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც, შეიძლება, ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი და ჩვენ ეს გარკვეული მორალური მოსაზრებების გამო არ გავასაჯაროვეთ და მაქსიმალურად თავშეკავებით ვიმოქმედეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა იმედთან ისაუბრა. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა  მიხეილ სააკაშვილის კადრები, რომლებიც დამონტაჟებულია და არ აქვს ხმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  3. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  4. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  5. ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა

"მინდა მივმართო, ჩვენს მომავალ თაობას, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისათვის ხართ ხმობილნი,…