რატი ბრეგაძე

16 Dec. 2022, 19:04

ცოტა ისეთი კითხვა არი, არც მთლად მარტივი. ჩვენ გვეუბნებიან, მაგალითად, ამბობენ — ნომერი პირველი პატიმარი. რატომღაც დამკვიდრდა ასეთი ტერმინი. საიდან იწყება ნუმერაცია, ცოტათი რთული სათქმელია, როცა პატიმართა რაოდენობა ბევრად მეტი არის. შესაბამისად, ნომერ პირველი, ნომერ მეორე — ასე ვერ ვიტყვით.

თუ ნუმერაცია უნდა განვსაზღვროთ, უნდა ვნახოთ, მართლაც რომელი არის. გააჩნია, რომელი ათვლის წერტილიდან დავიწყებთ. ყველა პატიმარი საქართველოში არის თანასწორი, ამ კონსტიტუციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ამ ქვეყანაში კანონის წინაშე თანასწორობა და კანონით გაუთვალისწინებელ გამონაკლისს ვერავის სასარგებლოდ ვერ დავუშვებთ. და ის სარგებლობს იმავე უფლებებით, როგორც ყველა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირი.

თუ როდის დაბრუნდება ის პენიტენციურ დაწესებულებაში, ის ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, კერძოდ, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და ვიმოქმედებთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, როგორც, მაგალითად, ვიმოქმედეთ გორის შემთხვევაში, როდესაც ის გამოწერეს საავადმყოფოდან, ის დაბრუნდა ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. როდესაც გვექნება ექიმების შესაბამისი მითითება, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ შესაბამისად.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს პარლამენტში ისაუბრა. რატი ბრეგაძეს ქართული ოცნების დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ ჰკითხა: "ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. არის თუ არა ეს ნამდვილად ასე და თუ არის, რატომ? როდის გადაიყვანთ პატიმარ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  3. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…