აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
ფოტო: AzerGold
აზერბაიჯანის სახელმწიფო სამთო-მოპოვებითმა კომპანია AzerGold-მა სომხეთის საზღვართან, ქალბაჯარის რაიონში მდებარე სოიუდლუს ოქროს საბადოზე საბურღი და აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას OC media ავრცელებს.
პროექტს რთული სამართლებრივი და პოლიტიკური ისტორია აქვს. საბადო 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომამდე სომხეთის კონტროლქვეშ იმყოფებოდა, რის შემდეგაც იგი აზერბაიჯანს დაუბრუნდა.
"რადიო თავისუფლების" (RFE/RL) ცნობით, საბადო 1951 წელს, აზერბაიჯანის ქალბაჯარის რაიონისა და სომხეთის გეღარქუნიქის პროვინციის საზღვარზე აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, საბადოს უდიდესი ნაწილი — ოქროს მარაგის 75% აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. თუმცა ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოლოგიის სამინისტროს ბრძანებით, საბადოს მართვა სომხეთის გეოლოგიურ სამმართველოს გადაეცა. საბადოს კომერციული ექსპლუატაცია 1976 წელს დაიწყო და 1990-იანი წლების დასაწყისისთვის იქიდან 27.6 ტონა ოქრო იყო მოპოვებული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხურ მხარეს მაღაროს მრავალი წლის განმავლობაში რუსული კომპანია GeoProMining Gold მართავდა. თუმცა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ომის შედეგად აზერბაიჯანმა ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინა, GeoProMining-მა საქმიანობა შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ 1997 წელს აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიაზე არსებული საბადოების ათვისების მიზნით პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება ამერიკულ კომპანია RV Investment Group Services-თან გააფორმა. მოგვიანებით, დამუშავების უფლებების სამართალმემკვიდრე RV Investment Group Services-ის ნაცვლად Anglo Asian Mining გახდა. თუმცა, ვინაიდან სოიუდლუს საბადო იმ პერიოდში სომხეთის კონტროლქვეშ იმყოფებოდა, კომპანია აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რეალური საქმიანობის განხორციელებას ვერ ახერხებდა.
2022 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ განვითარების შეთანხმების სამართლებრივი ჩარჩო გარდაქმნა და მასში მხარედ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩართო.
შემდგომში, 2024 წლის ივნისში, სახელმწიფომ შეთანხმების ფარგლებში თავის წარმომადგენლად AzerGold დანიშნა.
2025 წლის აგვისტოდან საბადოზე ფართომასშტაბიანი გეოლოგიური კვლევები, ტოპოგრაფიული დაგეგმარება და საბურღი სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელთა საერთო სიღრმემ 18 000 მეტრს მიაღწია. გეოლოგიური კვლევებისა და დაზვერვის შედეგებზე დაყრდნობით, სოიუდლუს ოქროს საბადოს ამოღებადი დარჩენილი მარაგები 1 მილიონ უნციად (28 ტონა) ფასდება.
OC media-ს ცნობით, სოიუდლუს პროექტის მიმდინარე ეტაპზე, კონტრაქტორების ჩათვლით, სულ 236 ადამიანია დასაქმებული. მათგან 55 ქალბაჯარის რაიონის მცხოვრებია.
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
-
ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები
გადახედვა
-
Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა
გადახედვა
-
"უკრაინას ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს Patriot-ის აღჭურვილობა" — EU კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს "უკრაინას ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს Patriot-ის აღჭურვილობა" — EU კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით
გადახედვა
-
თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს 15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
გადახედვა
-
თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
გადახედვა
-
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
გადახედვა
-
"უბრალოდ ვხუმრობ. სინამდვილეში, არც ვხუმრობ" — დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ თავს "ღირსების მედალს" გადასცემდა "უბრალოდ ვხუმრობ. სინამდვილეში, არც ვხუმრობ" — დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ თავს "ღირსების მედალს" გადასცემდა
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
კომენტარები