შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში დემოგრაფიულ კლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და მას მრავალი მიზეზი აქვს.
კერძოდ, პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის ზრდასთან არის დაკავშირებული და ამას მოსახლეობის მხრიდან კარიერის დაპრიორიტეტებით ხსნის. მისი განმარტებით, ეკონომიკურ და ფინანსურ ზრდას დემოგრაფიულ პრობლემასთან კავშირი არ აქვს და ეს "კულტურის საკითხია". მისი მტკიცებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებაში ქორწინების რაოდენობამ იკლო და სტატისტიკა პირველ და მეორე შვილზე დაბალია.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მაგალითად მოიყვანა წინა ხელისუფლება, რომ მათ პირობებში საბავშვო ბაღები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფასო არ იყო და ამაზე მმართველმა პარტიამ იზრუნა. პაპუაშვილმა დემოგრაფიულ ზრდაზე ზრუნვის მაგალითად მოიყვანა პატრიარქის საყოველთაო ნათლობაც — მისი აზრით, საპატრიარქომ ამითაც წაახალისა შობადობის გაზრდა.
"დემოგრაფიული გამოწვევები არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს ზოგადი ტენდენციაა, მათ შორის ევროპაში, სადაც ეკონომიკური და კეთილდღეობის ზრდა ხდება. სამწუხაროდ, პირდაპირი კორელაცია არსებობს კეთილდღეობის ზრდასა და შობადობის კლებას შორის, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით — ადამიანები ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ საკუთარ კარიერას. მსოფლიო რუკას რომ შეხედოთ, სადაც მაღალი თუ დაბალი შობადობაა და დაადაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპებს, მიხვდებით, რომ გარკვეული კავშირი ნამდვილად არსებობს.
ამ გამოწვევის საბოლოო გადაწყვეტა, სამწუხაროდ, არ არსებობს. არის სხვადასხვა პროგრამები, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს წაახალისოს ოჯახები. მათ შორის, საქართველოს ამ ხელისუფლებამ შემოიღო უფასო ბაღები, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს ფასიანი იყო. სკოლები უფასო იყო და გრძელდება, უმაღლესი განათლებაც უფასო გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში [...].
პარლამენტი ამ საკითხზე ყოველდღიურად მუშაობს. საქართველოს სტატისტიკა გვიჩვენებს ერთ საინტერესო მოვლენას: მესამე და მომდევნო შვილის შობადობის სტატისტიკა არის სტაბილურად მაღალი. ეს სტატისტიკა გაიზარდა მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ილია მეორემ მესამე და შემდეგი შვილის მონათვლის ინიციატივა დაიწყო.
სამწუხაროდ, დაბალი სტატისტიკა გვაქვს პირველ და მეორე შვილზე, რაც აჩვენებს, რომ ქორწინებების რაოდენობა ნაკლებია, ან წყვილები თავს იკავებენ და გვიან აჩენენ შვილებს. თუმცა, მესამე შვილთან დაკავშირებით სტაბილურად მაღალი მაჩვენებელია. ეს გვიჩვენებს, რომ დემოგრაფიული პროცესის მთავარი წინაპირობა არა იმდენად ეკონომიკურ თუ ფინანსურ პირობებშია, არამედ ადამიანურ მოტივაციაში.
სამწუხაროდ, რაც უფრო გაიზარდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც იმატებს. კეთილდღეობის ზრდასთან ერთად ოჯახები თავებს იკავებენ, დაკავებულები არიან კარიერით და ბავშვის გაჩენასა თუ გაზრდას რაციონალურად გეგმავენ. ის, რაც მანამდე სპონტანური და ემოციური იყო, დღეს რაციონალურ გადაწყვეტილებებში გადადის, რის დროსაც ადამიანმა შეიძლება სხვაგვარად დაალაგოს პრიორიტეტები.
სწორედ ამიტომ ვთქვი მესამე შვილთან დაკავშირებით: როდესაც პატრიარქმა განაცხადა, რომ მესამე და მომდევნო შვილების ნათლია თავად იქნებოდა (და მადლობა მეუფე შიოს, რომ ამ პრაქტიკას აგრძელებს), ეს გახდა მთავარი მოტივატორი წყვილებისთვის. ამიტომ, საბაზისო ეკონომიკურ პირობებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ემოციური და კულტურული მოტივატორები," — განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 224 ადამიანი. განახლებული დემოგრაფიული მაჩვენებლები დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა.
შესაბამისად, 2026 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) უარყოფითი იყო და -4 715 კაცით განისაზღვრა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330) დაფიქსირდა.
აღნიშნულ თემაზე ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა 18 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას. კობახიძის აზრით, საქართველოში შობადობის შემცირებას სოციალური მიზეზი არ აქვს და ეს "მსოფლმხედველობის პრობლემაა". კობახიძემ ასევე დასძინა, რომ ეს ყველაფერი ე.წ ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების ბრალია და მაგალითად 90-იანი წლები მოიყვანა, როცა, გაჭირვების მიუხედავად, საქართველოში ბევრად მაღალი შობადობის დონე იყო.
აღნიშნულ თემაზე NEWS.On.ge-მ ვიდეო რეპორტაჟი მოამზადა, სადაც მშობლები საქართველოში ბავშვის ყოლის სირთულეზე და სახელმწიფოსგან მხარდაჭერის ნაკლებობაზე საუბრობონ, სიუჟეტი იხილეთ აქ.
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
-
ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები
გადახედვა
-
Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა
გადახედვა
-
ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა
გადახედვა
-
"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა "Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა" შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით
გადახედვა
-
თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს 15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
გადახედვა
-
თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
გადახედვა
-
გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? — EPRC-ის მიმოხილვა გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? — EPRC-ის მიმოხილვა
გადახედვა
-
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
გადახედვა
კომენტარები