გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? - EPRC-ის მიმოხილვა
"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" (EPRC) Wildberries-ის შესახებ დასკვნა მოამზადა, რომელიც საქართველოსთვის დაკავშირებულ საფრთხეებს ეხება.
Wildberries სანქცირებული რუსული კომპანიაა და რამდენიმე წელია, საქართველოშიც აქტიურად ვითარდება. პლატფორმა 2026 წლის აგვისტოში უკრაინული დრონების მიერ მძიმე დარტყმის ქვეშ მოექცა. დარტყმების შედეგად მისი 8-ზე მეტი საწყობი მწყობრიდან გამოვიდა და 20-ზე მეტი დაზიანდა. ამავე პერიოდში კომპანია დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე კომპანია აქტიურად ავითარებს ინფრასტრუქტურას რუსეთის ფარგლებს გარეთ — მათ შორის საქართველოშიც. ორგანიზაცია ანგარიშით შემდეგ კითხვას სცემს პასუხს — ხდება თუ არა ქვეყანა უნებლიედ ამ "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი?
Wildberries – მმართველობა, კავშირი კრემლთან, რუს ოლიგარქთან, სანქციები კომპანიის წინააღმდეგ
Wildberries 2004 წელს ტატიანა კიმმა (მაშინ ბაკალჩუკმა) და ვლადისლავ ბაკალჩუკმა დააფუძნეს. 2024 წლიდან კომპანიამ რუსეთის უმსხვილეს გარე რეკლამის ოპერატორ Russ-თან გაერთიანება დაიწყო, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი იურიდიული პირი OOO RVB LLC.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ გაერთიანებას ჩვეულებრივი კომერციული გარიგების სახე არ ჰქონია. საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების (მათ შორის Carnegie Endowment-ის) მასალებზე დაყრდნობით, პროექტს პირადად ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა ჰქონდა. კრემლისთვის წარდგენილი კონცეფცია ითვალისწინებდა გლობალურ პლატფორმებთან კონკურენციას, საერთაშორისო ანგარიშსწორების რუბლში გადაყვანასა და რუსული ექსპორტის ზრდას. პუტინმა პროექტის კურირება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, მაქსიმ ორეშკინს დაავალა. დამფუძნებელ ცოლ-ქმარს შორის წამოჭრილ დავაშიც კი, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა და რამზან კადიროვის ინტერესები იკვეთებოდა, საბოლოო გადაწყვეტილება ტატიანა კიმის სასარგებლოდ სწორედ კრემლის ჩარევით მიიღეს.
პროცესის უკან ასევე დგას სანქცირებული რუსი ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი (რომელიც აშშ-ის OFAC-ის მიერ 2018 წლიდან არის დასანქცირებული). კერიმოვი Russ-ის უკან მდგომ გავლენიან ფიგურად მოიაზრება.
Wildberries-ის ეკოსისტემის საფინანსო ნაწილს წარმოადგენს Wildberries Bank, რომელიც ჯგუფის საბანკო მომსახურებას უზრუნველყოფს. 2026 წლის 16 ივნისს გაერთიანებულმა სამეფომ, ხოლო 23 ივლისს ევროკავშირმა (სანქციების 21-ე პაკეტით) Wildberries Bank სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანეს. დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ ბანკი საქმიანობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში, მონაწილეობს პუტინის მიერ მხარდაჭერილ პროგრამებში და უზრუნველყოფს შემოსავლებს იმ რეჟიმისთვის, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინის აგრესიაზე.
Wildberries საქართველოში
Wildberries საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად 2024 წლის 22 ოქტომბერს, ფრენჩაიზის (ასე ვწერთ?) მოდელით შემოვიდა და თავდაპირველად მომხმარებლებს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი გაცემის პუნქტიდან ემსახურებოდა.
მოგვიანებით კომპანიამ ქსელი სწრაფად გააფართოვა. 2025 წლის თებერვლისთვის ქვეყანაში უკვე 15 გაცემის პუნქტი მოქმედებდა (თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქობულეთში, ახალციხესა და ახალქალაქში), ხოლო 2025-2026 წლებში მედიაში მათი რაოდენობა 30-დან 90-მდე მერყეობს.
საქართველოში კომპანიის ოფიციალური პარტნიორია შპს "ტრანსკომ გრუპი", რომელიც 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი სერგი თვალჭრელიძეა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" მონაცემებით, თვალჭრელიძე ქართული ოცნების შემომწირველია — 2025 წელს მან პარტიის ბიუჯეტში 30 000 ლარი ჩარიცხა. კომპანიის აგრესიულ სარეკლამო კამპანიაში ასევე მონაწილეობენ პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" სახეები.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება 2026 წლის 4 ივნისს განახლებულ ოფიციალურ ინსტრუქციებში გამოჩნდა. Wildberries-ის საქმიანობა საქართველოში უბრალო ამანათების გაცემას გასცდა. კომპანია ქართველ მეწარმეებს სთავაზობს ადგილობრივი საწყობების, დახარისხების ცენტრებისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებას როგორც "WB საწყობის" (FBW), ისე "Marketplace" (FBS) მოდელებით, რაც საქართველოში პროდუქციის მიღებას, შენახვასა და შემდგომ დისტრიბუციას გულისხმობს.
ქართული ბრენდები Wildberries-ის პლატფორმაზე
Wildberries-ის გაფართოების მომდევნო ეტაპი გახდა ქართველი მეწარმეების პლატფორმაზე ჩართვა, რაც 2025 წლის სექტემბრიდან გააქტიურდა. EPRC-ის ანგარიშში წარმოდგენილია Wildberries-ის რეგიონულ კატალოგებში იდენტიფიცირებული ქართული ბრენდების ჩამონათვალი:
- მინერალური წყლები და უალკოჰოლო სასმელები: "ბორჯომი", "ნაბეღლავი", "ნატახტარი", ზედაზენი".
- ჩაი, საწებლები და კონსერვირებული პროდუქცია: "გურიელი", "კულა".
- ალკოჰოლური სასმელები: "ბადაგონი", "შატო მუხრანი", "ასკანელი", "სარაჯიშვილი".
რატომ არის Wildberries-ის გაფართოება საქართველოში პრობლემა
EPRC-ის ანგარიში აჯამებს ძირითად მიზეზებს, თუ რატომ არ შეიძლება Wildberries-ის გაფართოება ჩაითვალოს უბრალო საცალო ვაჭრობად ან უცხოურ ინვესტიციად:
1) კომპანია კრემლთან მჭიდროდ დაკავშირებული რუსული სტრუქტურაა, რომლის საფინანსო ჯგუფი, Wildberries Bank დასანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ, რადგან პლატფორმა რუსეთის სამხედრო მომარაგებისთვის გამოიყენება.
2) საქართველოში კომპანიის ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებით, ქვეყანა შესაძლოა იქცეს იმ ინფრასტრუქტურული დივერსიფიკაციის ნაწილად, რომელიც Wildberries-ს ომითა და სანქციებით მიყენებული ზარალის შემცირებაში დაეხმარება.
3) ქართველი მეწარმეებისა და ცნობილი ბრენდების ამ სისტემაში ინტეგრაცია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, სერიოზულ რეპუტაციულ და ფინანსურ რისკებს უქმნის ადგილობრივ ბიზნესს.
4) იქმნება პირდაპირი დასანქცირების რისკები საქართველოს საფინანსო სექტორისთვის, ვინაიდან ქართული ბანკების მეშვეობით ხდება ანგარიშსწორება სანქცირებულ ბანკებთან დაკავშირებულ ეკოსისტემაში. ეროვნულმა ბანკმა კი პასუხისმგებლობა თავად კომერციულ ბანკებს დააკისრა.
ორგანიზაციის შეფასებით, თუ სახელმწიფო წაახალისებს კომპანიის გაფართოებას და არ განახორციელებს მკაცრ საბაჟო და ფინანსურ კონტროლს, საქართველო შესაძლოა გადაიქცეს იმ ეკონომიკურ-ლოჯისტიკური ქსელის ნაწილად, რომელიც რუსულ ბიზნესს, ომისა და სანქციების პირობებში, მდგრადობის შენარჩუნებაში ეხმარება, რასაც ქვეყნისთვის მძიმე უარყოფითი შედეგები ექნება.
ანგარიში იხილეთ სრულად აქ.
-
თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს 15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
გადახედვა
-
თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
გადახედვა
-
გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? - EPRC-ის მიმოხილვა გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? - EPRC-ის მიმოხილვა
გადახედვა
-
14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს
გადახედვა
-
წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა
-
4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება 4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება
გადახედვა
-
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა" თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
კომენტარები