დღეს, 11 სექტემბერს, 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

ბრიფინგი ცოტა ხნის წინ პროკურატურამ დააანონსა. თემა უცნობია, თუმცა, როგორც მოსალოდნელია საქმე გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხება.