ღონისძიებაზე Surprise and Shine კომპანია Apple-მა ახალი ოპერაციული სისტემის, iOS 27-ის, გამოსვლის თარიღი ოფიციალურად დაადასტურა. ტექნოლოგიური გიგანტის განცხადებით, Apple-ის სმარტფონების მფლობელები სისტემის განახლებას 14 სექტემბრიდან შეძლებენ. პრეზენტაციაზე კომპანიამ აუდიტორიას iPhone 18 სერია, სმარტ საათები და სხვა ახალი პროდუქტები წარუდგინა.

ასევე იხილეთ: Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა

ახალი ოპერაციული სისტემა Google Gemini-ზე მომუშავე Siri AI-ს გვთავაზობს. ტექნოლოგია ვირტუალურ ასისტენტთან ზუსტად ისეთივე კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, როგორსაც — სტანდარტული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები. გარდა ამისა, სისტემაში ფოტოების რედაქტირების მოწინავე ინსტრუმენტებიცაა ინტეგრირებული და საშუალებას იძლევა, ფოტოებიდან არასასურველი დეტალები უფრო მარტივად გავაქროთ.

შეგვიძლია, სასურველი ცვლილებები Siri-ს ხმოვანი ან ტექსტური ბრძანებებით აღვუწეროთ. ჭკვიანი ფოტორედაქტირება iPhone 18 Pro Max-ის კამერას კიდევ უფრო მეტ უნარს სძენს. შეიძლება ითქვას, ამ ნაბიჯით კომპანია კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს, რადგან Google-ისა და Samsung-ის Android სმარტფონებში მსგავი ინსტრუმენტები უკვე წლებია გვხვდება.

ახალი ოპერაციული სისტემა იმის საშუალებასაც მოგვცემს, რომ Liquid Glass დიზაინი უკეთესად მოვირგოთ. მცირე ცვლილებები შევა Health, Photos და Notes აპლიკაციებში. განახლების ჩამოტვირთვა აიფონის პარამეტრებიდან (Settings), პროგრამული უზრუნველყოფის განახლების (Software Update) სექციიდანაა შესაძლებელი.

iOS 27-ის დაყენება Apple-ის შემდეგ სმარტფონებზეა შესაძლებელი:

  • iPhone SE (მეორე თაობა ან უფრო ახალი);
  • iPhone 11;
  • iPhone 11 Pro;
  • iPhone 11 Pro Max;
  • iPhone 12;
  • iPhone 12 Mini;
  • iPhone 12 Pro;
  • iPhone 12 Pro Max;
  • iPhone 13;
  • iPhone 13 Mini;
  • iPhone 13 Pro;
  • iPhone 13 Pro Max;
  • iPhone 14;
  • iPhone 14 Plus;
  • iPhone 14 Pro;
  • iPhone 14 Pro Max;
  • iPhone 15;
  • iPhone 15 Plus;
  • iPhone 15 Pro;
  • iPhone 15 Pro Max;
  • iPhone 16;
  • iPhone 16e;
  • iPhone 16 Plus;
  • iPhone 16 Pro;
  • iPhone 16 Pro Max;
  • iPhone 17;
  • iPhone 17e;
  • iPhone Air;
  • iPhone 17 Pro;
  • iPhone 17 Pro Max;
  • iPhone 18 Pro;
  • iPhone 18 Pro Max;
  • iPhone Duo.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.