ვიტალი კლიჩკო

8 Dec. 2022, 00:58

კიევმა შესაძლოა დაკარგოს ელექტროენერგია, წყალი, სითბო. აპოკალიფსი შეიძლება მოხდეს, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. [...]

თუ ელექტროენერგია ისევ არ იქნება და გარე ტემპერატურაც დაბალი აღმოჩნდება, სამწუხაროდ, იძულებულები ვიქნებით შენობებიდან წყალი დავწუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, წყალი გაიყინოს და დაირღვეს წყალმომარაგების მთელი ქსელი და შენობები სრულიად უვარგისი აღმოჩნდეს შემდგომი გამოყენებისთვის.

Reuters-თან ინტერვიუში, კლიჩკომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ევაკუაციის საჭიროება არ არის, მაგრამ შესაძლოა, საჭირო გახდეს. დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, მოემზადონ საკვებისა და წყლის აუცილებელი მარაგი, ტანსაცმელი და დოკუმენტები სწრაფად გასამგზავრებლად, იმ მომენტისთვის თუ გათბობის მიწოდება შეწყდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…