ვოლოდიმირ ზელენსკი

25 Nov. 2022, 14:31

წელს უკრაინის ფრონტი ევროპის ბრძოლის ხაზად იქცა. გავიდა 274 დღე და აშკარაა, რომ რუსეთის ანტიევროპული აგრესია ჩავარდება და ევროპული თავისუფლება გარანტირებული იქნება.

რუსეთი დღემდე მიმართავს სხვადასხვა სახის ტერორს. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რაკეტები და არტილერია იმისთვის, რომ ყოველდღიურად მოკლას ხალხი და უკრაინასა და მთელ ევროპაში ახალი სირთულეების პროვოცირება მოახდინოს.

მაგრამ ის, რაზეც რუსული იმპერიალიზმი ყოველთვის ფსონს დებდა და რასაც საბოლოოდ ევროპის დამარცხება უნდა მოჰყოლოდა, ასე არ არის და არც იქნება. ევროპელებს შორის განხეთქილება არ არსებობს. და ევროპაში ასეთი რეალობის შენარჩუნება ჩვენი საერთო ამოცანაა.

არ არსებობს უკრაინა გამოყოფილი ევროპისგან, ისევე როგორც არ არსებობს პოლონეთი, ლიეტუვა, რუმინეთი, ლატვია, გერმანია ან საფრანგეთი, გამოყოფილი ევროპისგან. ეს არის ჩვენი კონტინენტი. ეს არის ჩვენი ცხოვრება. და ეს არის ჩვენი გზა, რომლის ატანა შეგვიძლია. ისევე როგორც ამ ზამთრის და ამ ომის. ყველა ევროპელი ერთად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, დღეს, 1 ოქტომბრის დღის…