50%-მდე ქეშბექი — თეგეტა მოტორსში Black Friday-ის აქციები იწყება
ფოტო: თეგეტა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის მოსამზადებლად აქტიური პერიოდი იწყება. საბურავი, ხუნდები, აკუმულატორი და ანტიფრიზი — ეს ის ძირითადი ჩამონათვალია, რომლის გარეშეც ზამთარში მანქანით უსაფრთხო გადაადგილება წარმოუდგენელია. საბურავებისა და ხუნდების ტიპი და მდგომარეობა პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე, აკუმულატორი — ელექტრობის გამართულ მუშაობაზე, ხოლო ანტიფრიზი ძრავის და მისი დეტალების ყინვისგან დასაცავად გვჭირდება.
ზამთრის სეზონზე ავტომობილისთვის საჭირო პროდუქტებზე თეგეტა მოტორსში Black Friday კვირეულის ფასდაკლებები იწყება.
23 ნოემბერი — 40%-იანი ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე
ზაფხულისა და ზამთრის საბურავი მეტად განსხვავებულია თავისი შემადგენლობით. ეს კი ტემპერატურის ცვლილების დროს ნათლად აისახება საფართან მოჭიდებაზე. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ცივი სეზონის დადგომამდე ზაფხულის საბურავის ზამთრის საბურავით შეცვლა. ამისათვის 23 ნოემბერს საუკეთესო შანსი გეძლევათ. ამ დღეს თეგეტა მოტორსში საბურავების სრულ ასორტიმენტზე 40%-იანი ქეშბექი გელოდებათ.
24 ნოემბერი — 40%-იანი ქეშბექი საცხებ-საპოხი მასალების სრულ ასორტიმენტზე
მაღალი ხარისხის ზეთი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია ავტომობილისთვის, რადგან სწორედ მისი ხარისხიანი შემადგენლობის წყალობით ნაკლებად იცვითება ძრავის მოძრავი დეტალები და შესაძლებელია მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, ამინდების გაუარესებასთან ერთად, შევამოწმოთ ანტიფრიზის რაოდენობა და რესურსი, რომ თავიდან ავირიდოთ ძრავის დაზიანება.
საცხებ-საპოხი მასალების (ზეთები, ანტიფრიზები, ავტოქიმია და სხვა) სრულ ასორტიმენტზე 24 ნოემბერს თეგეტა მოტორსი 40%-იან ქეშბექს გთავაზობთ.
25 ნოემბერი — 50%-იანი ქეშბექი პროდუქციისა და სერვისის სრულ ასორტიმენტზე
ზამთარში მანქანის მოსამზადებლად პირველი და აუცილებელი პროცედურა მისი დიაგნოსტიკაა, ხოლო უსიამოვნებების აღმოჩენის შემთხვევაში — ამ ყველაფრის ხარისხიანი პროდუქტითა და პროფესიონალი კადრების დახმარებით მოგვარება.
25 ნოემბერს თეგეტა მოტორსში პროდუქციისა და სერვისის სრულ ასორტიმენტზე 50%-იანი ქეშბექი იმოქმედებს. ამ დღეს კომპანიის თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალები 21 საათამდე იმუშავებენ.
26-27 ნოემბერი — 40%-იანი ქეშბექი ნაწილებისა და სერვისის სრულ ასორტიმენტზე
სავალი ნაწილი მანქანის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის ელემენტებიც უშუალოდ გზასთან კონტაქტზეა პასუხისმგებელი. სწორედ სავალი ნაწილის გამართულობაა უსაფრთხო მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. შესაბამისად, აუცილებელია სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა და პრობლემების დროული აღმოფხვრა.
თეგეტა მოტორსში 26-27 ნოემბერს ნაწილებისა და სერვისის სრულ ასორტიმენტზე 40%-იანი ქეშბექით დასაჩუქრდებით.
28 ნოემბერი — 40%-იანი ქეშბექი აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე
ავტომობილის ელექტრული ნაწილისთვის აკუმულატორის გამართული მუშაობა მთავარ ფაქტორად მიიჩნევა. ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ხდება, რადგან დაბალი ტემპერატურისას, ელექტრომოწყობილობების აქტიური გამოყენების გამო, აკუმულატორის დატვირთვა იმატებს და დაბალი რესურსის შემთხვევაში ხშირია მისი მწყობრიდან გამოსვლა.
თუ ზამთრის პერიოდში ახალ, ხარისხიან აკუმულატორს ეძებთ, 28 ნოემბერს თეგეტა მოტორსში 40%-იანი ქეშბექით შეიძენთ მას.
განსაკუთრებული ფასდაკლებები მოქმედებს ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის. თეგეტას ონლაინმაღაზიაში Black Friday კვირეულის ფარგლებში სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, 25 და 28 ნოემბერს კი — 30%-იანი ფასდაკლება.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 ათასამდე საცალო და 35 ათასამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები