WECF Georgia აცხადებს კონკურსს მედია თანასწორობისთვის 2022
კონკურსი ევროკავშირის პროექტის, ქალების ძალა — ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის, ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში ფარგლებში იმართება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კონკურსის მიზანი გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშვნელობის ხაზგასმა და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა.
- "სწორედ ამიტომ, კონკურსი წაახალისებს და მხარს დაუჭერს ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიმართულებით შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და მათ ავტორებს".
- #მედიათანასწორობის კონკურსის მიზანია, ასევე, ისიც, რომ წესრიგში დადგეს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.
დეტალები: ჯილდოს მისაღებად კონკურსი 6 კატეგორიაში ცხადდება, თითოეულში კი ის ნამუშევარი გაიმარჯვებს, რომელიც გენდერულად მგრძნობიარე თხრობის სტილით გამოირჩევა და მიზნად ისახავს და ხელს უწყობს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის იდეის დღის წესრიგში დაყენებას.
- ასევე, გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და არსებული გამოწვევებისა და პრობლემების სისტემურ ჭრილში ჩვენებას.
- კონკურსის პირობების მიხედვით, თითოეულ კატეგორიაში გამოგზავნილი საკონკურსო ნამუშევარი 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა იყოს გამოქვეყნებული.
- განცხადების შეტანის ბოლო ვადა კი 2022 წლის 31 ოქტომბერია.
პრიზი: კონკურსს თითოეულ კატეგორიაში 3 გამარჯვებული — თანასწორობის ჩემპიონი ეყოლება.
- I ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორი მიიღებს 900 ევროს ექვივალენტს ლარში;
- II ადგილზე გასულს 500 ევროს ექვივალენტი ლარში გადაეცემა.
- III ადგილოსანი კი 300 ევროთი დაჯილდოვდება.
- "თითოეული ნომინანტი ჩვენგან მიიღებს საჯარო დაფასებას, ქალების გაძლიერებასა და მედიის გაუმჯობესებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის", — აცხადებს ორგანიზაცია.
საკონკურსო კატეგორიები: საუკეთესო ცენტრალური მედიაპროდუქტი — ცენტრალურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიორეპორტაჟი, ციფრული მედიაპროდუქტი;
- საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი — რეგიონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტის მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედიაპროდუქტი;
- საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი — კედლის მხატვრობა, ფოტოამბავი, ინსტალაცია და სხვა;
- საუკეთესო ციფრული პლატფორმა — ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმები (არ გულისხმობს სატელევიზიო თუ ონლაინმედიების სოციალურ და ციფრულ პლატფორმებს);
- საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში (აპლიკანტი საკუთარ პლატფორმას უნდა იყენებდეს თანასწორობის იდეის გასავრცელებლად);
- საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი — აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ, ჟურნალისტიკის ან სხვა რელევანტური ფაკულტეტები სტუდენტებს და მიიღება სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია, ვიდეოსიუჟეტი, პოდკასტი, რადიო გადაცემა და ა.შ, რომელიც გამოქვეყნებული იქნება ნებისმიერ სტუდენტურ ან სხვა მედიაპლატფორაზე.
პრიორიტეტული თემები: ომი და მისი გენდერული ასპექტები;
- ინკლუზიური საკითხების გაშუქება.
გასულ წელს კონკურსში On.ge-ს ჟურნალისტებმა, თამთა კახაბერიძემ და მარიამ ქავთარაძემ გაიმარჯვეს და თანასწორობის ჩემპიონების ჯილდო მიიღეს.
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
კომენტარები