რას გთავაზობთ თეგეტა მოტორსი ოქტომბრის თვეში
ფოტო: თეგეტა მოტორსი
შემოდგომა საუკეთესო დროა თქვენი ავტომობილის ცივი დღეებისთვის მოსამზადებლად. ტემპერატურის ცვლილება ავტომობილის სხვადასხვა დეტალზე აისახება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში — შეცვლა.
ზამთრისათვის ავტომობილის მოსამზადებლად რეკომენდებული სერვისებია: საბურავების შეცვლა, აკუმულატორის შემოწმება, სამუხრუჭე სისტემის გამართვა და ანტიფრიზის შემოწმება.
ცივი სეზონის დადგომამდე თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს ოქტომბრის შეთავაზებები სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით მოუმზადა.
შეამოწმე ავტომობილი ზამთრისთვის
თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს უსაფრთხოების სერვისების ნაკრებს მხოლოდ 10 ლარად სთავაზობს. ნაკრებში კი შედის:
- სავალი ნაწილის დათვალიერება
- ძრავის ზეთის დონის შემოწმება
- სამუხრუჭე სითხის შემოწმება
- საბურავის წნევის შემოწმება
- გაგრილების სისტემის სითხის შემოწმება
- აკუმულატორის შემოწმება
ფოტო: თეგეტა მოტორსი
გაორმაგებული ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე
თეგეტა მოტორსში ზამთრის, ზაფხულისა და ყველა სეზონის საბურავების სრულ ასორტიმენტზე გაორმაგებული ქეშბექი მოქმედებს, ამასთანავე, შერჩეულ ბრენდებსა და საბურავებზე სპეციალური ფასები დაგხვდებათ. ისეთი პრემიუმ ბრენდის საბურავებზე, როგორებიცაა Brigestone, Continental, Pirell, Michelin, Yokohama, Petlas და Riken, უსასრულო გარანტია მოქმედებს.
ფასდაკლება საცხებ-საპოხ მასალებზე
გამართული ავტომობილით გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია საცხებ-საპოხი მასალების დროული შემოწმება და შეცვლა, ავტომწარმოებლების მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად.
მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვის, ვინც ახლა ძრავის ზეთის შეცვლას აპირებს. თეგეტა მოტორსის ფილიალებში პრემიუმ ბრენდის, MOTUL-ის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ, თუ სააქციო პროდუქციას თეგეტა მოტორსის ონლაინ მაღაზიაში შეიძენთ.
შეთავაზება აკუმულატორებზე
ტემპერატურის ცვლილება მოქმედებს აკუმულატორზეც. აუცილებელია მისი დიაგნოსტიკა, ხოლო დაზიანების აღმოჩენისას — დაუყოვნებლივ შეცვლა.
თეგეტა მოტორსში მაღალხარისხიანი აკუმულატორების ყველაზე დიდი არჩევანია. ფასის, ბრენდისა და მანქანის საჭიროების მიხედვით, პროფესიონალი პერსონალი თქვენი ავტომობილისთვის საუკეთესო ვარიანტს შეგარჩევინებთ. კომპანიაში წარმოდგენილი აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე მიმდინარე თვეში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ამასთანავე, Macpower-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეცფასები მოქმედებს. ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში კი, დამატებით, 40 ლარამდე ფასდაკლებასაც მიიღებთ.
ამასთან, Varta-ის, Fiamm-ის, Optima-ის და BEX-ის აკუმულატორებზე თეგეტაში უსასრულო გარანტია მოქმედებს.
მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილები
მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილების სრულ ასორტიმენტზე ბარათის ტიპის მიხედვით ოქტომბერში გაორმაგებული ქეშბექით ისარგებლებთ.
- Classic — 7%-ის ნაცვლად 14%-იანი ქეშბექი
- Silver — 10%-ის ნაცვლად 20%-იანი ქეშბექი
- Gold — 15%-ის ნაცვლად 30%-იანი ქეშბექი
შეგახსენებთ, რომ თეგეტაში უსასრულო გარანტია მოქმედებს სავალი ნაწილების დეტალებზეც.
ხელსაწყოები
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების პარალელურად, შეთავაზებები ვრცელდება ხელსაწყოებზე. თეგეტა მოტორსი ოქტომბერში 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ toptul-ისა და ring-ის ხელსაწყოებზე, ხოლო Total-ისა და MHR TOOLS-ის ხელსაწყოებზე — 25%-იან ფასდაკლებას.
ონლაინ მაღაზია
კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ, თუ სააქციო პროდუქციას თეგეტა მოტორსის ონლაინ მაღაზიაში შეიძენთ. ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
ამასთან, თეგეტა მოტორსის ონლაინ მაღაზიაში შეძენისას ადგილზე მიტანის სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში კი დამატებით ექსპრესსერვისი ფუნქციონირებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შენაძენი 1 საათის განმავლობაში მიიღოთ.
მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ, თეგეტას დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ რეზერვაციით ისარგებლოთ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები