მამუკა მდინარაძე

18 Jul. 2022, 18:45

როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო ბევრი ფეიკი ამ რეზოლუციაში და ეს არის ძალიან სამწუხარო, ჩვენთვის განსაკუთრებით, იმ ადამიანებისა და იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც რეალურად და არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც დასავლეთისკენ მიისწრაფვის, ეს არის მთავარი. როდესაც ევროპიდან ასეთი ფეიკ გზავნილი მოდის, ეს ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ეს აზიანებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებრივ განწყობებს, მაგალითად, დასავლური კურსის მიმართ, ძალიან აზიანებს და ჩვენ ეს არ გვინდა, პირიქით ჩვენ ვამბობთ, რომ დასავლური კურსი არის ერთადერთი სწორი კურსი და სწორი მიმართულება ამ ქვეყნისთვის და მეორე მხრივ, ეს იმას არ ნიშნავს და მეგობრობა და ჩვენი სწორი მიმართულება დასავლეთისკენ არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ არის ტყუილი და არავის დაცვას არ ემსახურება, ეს ემსახურება სიმართლის დაცვას, კონკრეტული პერსონის კი არა, როგორც ეს თქვენ გინდათ გამოიყვანოთ, ეს ემსახურება სიმართლის დაცვას და დაცვას ევროპული პერსპექტივის.

აცხადებს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძე. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა და არწმუნებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს,…