ივნისში ხაჭაპურის ინდექსი 28%-ით გაიზარდა — ISET
ფოტო: paparazzi.ge
საქართველოში მაღალი ინფლაციაა, რაც ხაჭაპურის გამოცხობის ღირებულებაზეც აისახება. ISET-ის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება 28%-ით არის გაძვირებული.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ივნისის მდგომარეობით, საქართველოში წლიური ინფლაცია 12,8% იყო. ინდექსი ხაჭაპურის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების მიხედვით გამოითვლება, თუმცა ინფლაციის საერთო სურათს მაინც ნათლად აჩვენებს.
დეტალები: თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა წერს, რომ მიმდინარე წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5,39 ლარი იყო, რაც 2,7%-ით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე და 28,1%-ით არის გაზრდილი წლიურ ჭრილში.
- კვლევის მხიედვით, 2021 წლის ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია.
- როგორც ირკვევა, ივნისში ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციის ძირითადი მიზეზი ყველი იყო, რომლის ფასიც 27,8%-ით არის გაზრდილი და რომელზეც ინდექსის ყველაზე მაღალი წონა მოდის.
- ISET-ის მიხედვით, ბოლო ერთ წელში 46,1%-ით არის გაზრდილი ფქვილის ფასი.
- ამასთან, ფასები გაიზარდა სხვა ინგრედიენტების შემთხვევაშიც: კვერცხი (+38,9%), კარაქი (+22,7%), რძე (+13,9%), საფუარი (+13%).
ISET წერს, რომ საკვები პროდუქტების ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი:
- უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ჯაჭვებში არსებულმა სირთულეებმა სასურსათო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია.
- ასევე, სასუქებისა და ენერგეტიკული ხარჯებიც იზრდება, რაც დამატებითი წნეხია ადგილობრივ ფასებზე.
ფართო სურათში: საქართველოში სურსათის ფასების ინფლაციაზე საერთაშორისო ფასებმაც იმოქმედა.
- ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა FAO-ის მონაცემებს ეყრდნობა და წერს, რომ ბოლო 3 თვეში სურსათის ფასები დაეცა და 2022 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 23,1% შეადგინა.
- კვლევის მიხედვით, საერთაშორისო ფასების ვარდნა, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზრებს დაგვიანებით გადაეცემა, თუმცა, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე არსებული წნეხი შეიძლება შერბილდეს.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები