სალომე ზურაბიშვილი

14 Jun. 2022, 21:29

გარედან იკითხება, რომ ნაბიჯები არის ისე გადადგმული, რომ დიდად არ ვანიჭებთ არანაირ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს. არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ვიაროთ ამ მიმართულებით და შეიძლება სხვა რამე გვაინტერესებდეს. 

უმოქმედობაც არ დაგვაკლდა ამ რაღაც ქმედებების გვერდით. არჩევნების და კოვიდის შემსუბუქების შემდგომ, მაღალი დონის ვიზიტები რომელიმე წამყვან ევროპულ ქვეყანაში, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, ან კიდევ დიდი ბრიტანეთი არ ყოფილა ხელისუფლების, მთავორბის მხრიდან. არც აშშ-ში და არც კანადაში. ჩვენთან, ასევე, მაღალი დონის ევროპელი ვიზიტორები შესამჩნევლად შემცირდა. ესეც ხომ რაღაცის მაჩვენებელი უნდა იყოს და უნდა დავფიქრდეთ?!

ამავე დროს ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველა ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა, ტრადიციულად იყვნენ ჩვენი მთავარი მოკავშირეები ამ ევროინტეგრაციის გზაზე. პოლონეთიც, რომელიც ესოდენ არის ჩარტთული და ეხმარება უკრაინას და უკრაინა, ცხადია. 

თვითონ შარლ მიშელი, რომელიც სამჯერ ჩამოვიდა ამ ქვეყანაში და გვევლინებოდა, როგორც ერთ-ერთი ჩვენი ინსტიტუციური მხარდამჭერი. მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს მხარეს დადგეს, რამეთუ მიუბრუნდებიან და ეტყვიან — თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს.

გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ასევე, ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა, ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი.

დღეს კიდევაც, ერთგვარად ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდიო. არ ვიცი რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს მემგონი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით,…