ნიკი მინაჟმა Twitter-ის საშუალებით ათეულობით სტუდენტს სწავლის ფული გადაუხადა
თუ თქვენ გაქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდა გიჭირთ, შესაძლოა ნიკი მინაჟი დაგეხმაროთ! ეს ხუმრობა არ გეგონოთ, მართლა ასეა.
საქმე ისაა, რომ გრემის მფლობელმა რეპერმა შაბათ ღამით თავისი Twitter-ის გვერდზე ნამდვილი ქველმოქმედების საღამო მოაწყო. პირველად, ნიკი მინაჟმა თავის გვერდზე დაწერა, რომ ვინც კონკურსში გაიმარჯვებდა, მას Billboard Music Awards-ზე მასთან ერთად გასამგზავრებელ თვითმფრინავის ბილეთს უყიდდა. ამ დროს კომენტარებში ერთ-ერთმა მისმა გულშემატკივარმა დაწერა "სწავლის ფულს ხომ არ გადამიხდიდიო?", რაზეც ნიკი მინაჟი არათუ დათანხმდა, არამედ დახმარება, საჭიროებისამებრ, სხვებსაც შესთავაზა.
ერთადერთი მოთხოვნა, რაც ნიკი მინაჟმა დააწესა, მაღალი აკადემიური მოსწრება იყო. მათ, ვისაც 4.0 GPA ჰქონდათ და ამის დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენდნენ, რეპერი სწავლის ფულის გადახდას დაჰპირდა.
მთელი საღამოს განმავლობაში ნიკი მინაჟმა ოცდაათ მოქმედ და ყოფილს სტუდენტს გადაუხადა სწავლის საფასური და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებიც დაუფარა. ბოლოს კი, რეპერი თაყვანისმცემლებს დაჰპირდა, რომ ასეთ საღამოს ერთ ან ორ თვეში კიდევ მოაწყობს.
"მაჩვენეთ თქვენი უნივერსიტეტის მიერ დადასტურებული თქვენი უმაღლესი შეფასებები და თქვენი სწავლის ფულს გადავიხდი", - დაწერა ნიკი მინაჟმა.
პირველი თხოვნა, რომლითაც რეპერს მისმა გულშემატკივარმა მიმართა, ასეთი იყო:
"ნიკ, გთხოვ დამეხმარე, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საზაფხული პროგრამისთვის $350 მჭირდება", - წერდა მომხმარებელი.
როგორც ხედავთ, თხოვნას თან ახლავს თაყვანისმცემლის აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ფოტო.
რეპერმა თავისი ფანის თხოვნა მომენტალურად შეასრულა.
"რა თქმა უნდა!" - მისწერა მინაჟმა მას.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა გრემის მფლობელ რეპერს თავისი ქულები წარუდგინა და სამი წლის გადასახდელის შესახებ შესჩივლა.
რაზეც ნიკი მინაჟმა პირდაპირ ჰკითხა თუ რამდენი სჭირდებოდა მას.
ნიკი მინაჟს დახმარებისთვის ყოფილმა სტუდენტებმაც მიმართეს. მათ სტუდენტური ვალის დაფარვაში სჭირდებოდათ დახმარება. ნიკიმ არც მათ აწყენინა.
"$500 მაქვს სტუდენტური ვალი დარჩენილი. მარტოხელა დედამ გაგვზარდა მე და ჩემი პატარა ძმა და ძალიან დაგვეხმარებოდი", - წერს ერთ-ერთი მათგანი.
ამ თხოვნაზე ნიკიმ მოკლედ უპასუხა, რომ მისთვის ყველაფერი გასაგებია.
ნიკი მინაჟს სხვა სტუდენტური ხარჯების შესახებაც მიმართეს. ნიკისთვის არც ეს ყოფილა პრობლემა. ის უბრალოდ ბედნიერი იყო ადამიანების დახმარებით.
ამ ბიჭმა სასწავლო მიზნებისთვის ნიკი მინაჟს კამერის შესაძენად სთხოვა დახმარება და რეპერმა არც ის დატოვა უყურადღებოდ.
"რა თქმა უნდა! რა ღირს კამერა?" - უპასუხა ნიკი მინაჟმა.
საბოლოო ჯამში, ნიკი მინაჟმა მთელი საღამოს განმავლობაში ოცდაათი ახალგაზრდა გაახარა და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთისგან გაათავისუფლა.
ბოლოს კი, რეპერი თაყვანისმცემლებს დაჰპირდა, რომ იმავეს ერთ ან ორ თვეში კიდევ გაიმეორებდა.
ყველა შესრულებული თხოვნის სანახავად, გადადით ბმულზე.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა









კომენტარები