ლევან იოსელიანი

16 May. 2022, 14:45

ნიკა გვარამიას პირადად ვიცნობ და ძალიან ბევრ რამეში არ და ვერ ვეთანხმები. იმ პარტიასთანაც ბევრი პრობლემა მაქვს, რომლის ტელევიზიასაც ის ხელმძღვანელობს. არც თავად იზიარებს ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს მაინდამაინც. მაგრამ როგორი დამოკიდებულება გაქვს პირადად ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის მიმართ არის ერთი და რა შედის ქვეყნის ინტერესებში, მეორე. მუხლი, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სასჯელის გაცილებით მსუბუქ ფორმებსაც ითვალისწინებს, ჯარიმას ან შინაპატიმრობას. სასამართლომ კი ყველაზე მძიმე ფორმა პატიმრობა მიუსაჯა, რომლის გამოყენება არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საჭირო არ იყო.

მე არ ვიცნობ საქმის მასალებს საკმარისად კარგად, რის გამოც გამიჭირდება ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი. მაგრამ ცალსახაა, რომ სასჯელის უმძიმესი ფორმის გამოყენება, საერთაშორისო საზოგადოებასთან შემდეგნაირად ითარგმნება, რომ ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელი არის ციხეში. ეს კი რამდენად აწყობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რთული მისახვედრი არ არის.

შეიძლება ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს გულს ფხანდეს ვინმეს პატიმრობა, მაგრამ ერთ წრეზე სიარულმა და ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომამ, ბოლო 30 წელია, კარგი რომ არაფერი მოგვიტანა, ფაქტია. წინა ხელისუფლების მმართველობიდან თუ რაიმე გაკვეთილი უნდა გამოგვეტანა არის, ის რომ დაპატიმრების და ციხის ენით საუბარი გვაშორებს ერთიანობის იდეას და დემოკრატიულ მომავალს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი

"თბილისი მარათონის" გამო 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად…