ალეკო ელისაშვილი

10 May. 2022, 13:41

ისტორიული რამ მოხდა ვაშინგტონში, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად მოაწერა ლენდ-ლიზს ხელი და უკრაინა მიიღებს არნახულ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, ბრძოლაშია ჩაბმული, იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, თავისუფალი სამყაროსთვის და ამან უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა.

შესაბამისად, მაქვს კითხვა ჩემს ხელისუფლებასთან, საქართველო რატომ არ ითხოვს ხმამაღლა, რომ მიიღოს შეიარაღება. მე არ მომისმენია არცერთი განცხადება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ამბობენ, რომ მოგვეცით ჩვენც იარაღი, მოგვეცით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები, არ გვჭირდება?! ოკუპირებულები არ ვართ?! უკრაინას რომ თავს ესხმის, იმ ქვეყნის ჯარი ჩვენთან არ დგას აგერ?! შუაგულ ქართლში, აფხაზეთში, სამეგრელოსთან, კოდორის ხეობა ჩვენთვის წარმთმეული არ აქვთ და სხვა ტერიტორიები?! არ გვჭირდება, რომ უფრო ღონიერი და მომზადებული ქვეყანა ვიყოთ?! რატომ არ ისმის საერთოდ მსგავსი განცხადებები, რატომ არ ვემზადებით ზოგადად ომისთვის. პუტინისნაირი პარანოიკის გარდა, არ მგონია ამ ქვეყანაზე ვინმე იყოს, ვისაც ომი უნდოდეს, მათ შორის, მე. მაგრამ ორჯერ ორი ოთხია, თუ გინდა, რომ თავს არ დაგესხან, თუ გინდა, რომ ომი აიცილო თავიდან ომისთვის უნდა იყო მზად, თუ მშვიდობა გინდა ომისთვის უნდა ემზადებოდე [...] 

რატომ ვართ ასეთი არხეინები, აი, ეს ძალიან მიკვირს. ღვთის იმედად ვართ, რომ თავს არ დაგვესხმებიან, თუ მარია ზახაროვას რომ თავს მოვაწონებთ და იმ მეორე საძაგელ ქალს, სიმონიანი რომაა გვარად, იმათ გულს რომ მოვიგებთ, ე.ი დაცულები ვიქნებით?!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა. მათივე…