ამბავი თბილისის და სან-დიეგოს დამეგობრებისა
ფოტო: VOA
კალიფორნიის შტატის ქალაქი სან-დიეგო დღეიდან თბილისის მეგობარი ქალაქია. 38-ე მერის, რესპუბლიკელი კევინ ფოლკნერის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 25 აპრილს კალიფორნიის მეორე ყველაზე მსხვილ ქალაქში თბილისის დღე აღინიშნება.
მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში 1.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიოში ყველაზე დატვირთული სახმელეთო საზღვრით, სამხედრო ბაზებით, კილომეტრობით გადაჭიმული თეთრი სანაპიროებით და ზოოპარკით ცნობილი ქალაქი 1957 წლიდან 16 ქალაქთანაა დაძმობილებული, მათ შორისაა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, მექსიკის სასაზღვრო ქალაქი ტიჰუანა და რუსეთის ქალაქი ვლადივოსტოკი.
"მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადმოგცეთ საგანგებო სიგელი, რომელშიც საუბარია ჩვენს ძლიერ კავშირებზე, განათლების, დიპლომატიურ, პოლიტიკურ ურთიერთობაზე, ჩვენს გაცვლით პრგრამებზე," ამ სიტყვებით მიმართა მერმა ფოლკნერმა ქართველ კოლეგას, თბილისის მერს და მის მიერ ხელმოწერილი პარტნიორობის დოკუმენტი გადასცა.
სან-დიეგოსთან გაფორმებულ თანამშრომლობის ამ ფორმას "ძალიან მნიშვნელოვანს" უწოდებს თბილისის მერი დავით ნარმანია.
"თბილისი 20-მდე სხვადასხვა ქალაქთანაა დამეგობრებული, მათ შორის შეერთებულ შტატებში ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტასთან. მეგობარ ქალაქებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე კულტურის სფეროში, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით, რათა მეტი ურთიერთსასარგებლო საქმის გაკეთება შევძლოთ," ამბობს ნარმანია "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
რატომ სან-დიეგო?
2013 წელს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოში მცხოვრები სტუდენტებისთვის ამერიკაში აკრედიტებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება დაიწყო.
პროექტი მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გვიყვება, რომ პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
"ეს პროგრამები არის ინჟინერიაში, ტექნოლოგიებში, ქიმიაში და ისეთ დარგებში, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. შრომის ბაზარზე ამ სპეციალობებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა და გვჭირდება მაღალი ხარისხის სპეციალისტები," ამბობს მაღრაძე.
მისი თქმით, პროექტი, რომელსაც ათასწლეულის კორპორაცია 140 მილიონი ამერიკული დოლარით აფინანსებს, მომავალში გაგრძელდება, როგორც პარტნიორობა ამერიკულ და სამ ქართულ უნივერსიტეტს შორის.
"5 წლის შემდეგ ამ პროექტში გვეყოლება, სულ მცირე, 1000 სტუდენტი, ისინი მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და იქნებიან კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო ბაზარზე."
დავით ნარმანია კი ამბობს, რომ მისთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, სან-დიეგოს უნივერსიტეტთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი ორი პროგრამის გამოა:
"ეს არის სამოქალაქო ინჟინერია და მშენებლობის სექტორი, რაც ჩვენს მუნიციპალურ უფლებამოსილებებთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, ამ პროგრამების მიერ გადამზადებული კადრები მომავალში იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წყარო იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი თანამედროვე კადრების მეშვეობით დაგეგმარდეს და განვითარდეს."
კითხვაზე, თუ რა საერთო აქვს თბილისს სან-დიეგოსთან, ნარმანია გვპასუხობს, რომ ერთ0ერთი ასეთი საერთო მახასიათებელი ისტორიული შენობა-ნაგებობებია.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ ვნახეთ ქალაქში ძველი ისტორიული შენობა-ნაგებობები, რომელიც აღდგა და არის შენარჩუნებული. მეორე, მნიშნელოვანია, რომ ქალაქი არის ძალიან მწვანე და ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება."
თბილისის მერის თქმით, მის ქალაქს სან-დიეგოსგან "ბევრი საინტერესო რამის" აღება და დანერგვა შეუძლია, დამეგობრებულ კალიფორნიელებეს კი შეუძლიათ "ჩვენი სტუმარ-მასპინძლობის გადმოღება."
რა უნდა ნახოთ სან-დიეგოში?
ბალბოა პარკი - 15 მუზეუმს, ბაღებს და ურბანულ არქიტექტურას აერთიანებს. აქვეა 1935 წელს გახსნილი 60 მეტრის სიმაღლის "კალიფორნიის კოშკი."
ფოტო: Thesoulofsandieg
გასლამპის უბანი - 1800-იან წლებში აშენებული უბანი დღეს სან-დიეგოში ყველაზე მეტ კაფეს და რესტორანს უყრის თავს.
ლა ჰოია - "სან-დიეგოს სამკაულად" წოდებული სელაპებით, ულამაზესი სასტუმროებით და აკვარიუმით განთქმული სანაპირო.
პატარა იტალია - ეს ჰიპური უბანი ხმელთაშუაზღვის სანაპიროებიდან ჩამოსული მიგრანტების თავშეყრის ადგილია. აქვეა სან-დიეგოს უძველესი, 1888 წელს გახსნილი ტავერნა Waterfront Bar.
ლუდის ბულვარი - სან-დიეგოში 30-ე ქუჩა ლუდის მოყვარულების სამოთხეა, აქ მისულებს 115 სახეობის ლუდის დაგემოვნება შეუძლიათ.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები