რაფაელ გლუქსმანი: პუტინი პოპულისტებისთვის მისაბაძი მაგალითია
ფოტო: VOA
23 აპრილს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო კამპანია დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ამ დრომდე, გამოკითხვებით ოთხი კანდიდატი, პოპულისტი მარინ ლე პენი, ახალი პარტია ონ მარშის ლიდერი, ემაუელ მაკრონი, რესპუბლიკელი ფრანსუა ფიონი, და კომუნისტი, ჟან ლუკ მელანშონი, ლიდერობენ.
კანდიდატებს შორის სხვაობა მცირეა და პირველი რაუნდის შედეგების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია. არჩევნებში რადიკალი კანდიდატის გამარჯვებამ, შესაძლოა ევროპულ ერთიანობას ბოლო მოუღოს.
იმის გარშემო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, საფრანგეთის არჩევნებს ევროპისა და დასავლეთისთვის, ამერიკის ხმა, ავტორს და პოლიტიკურ მიმომხილველს, რაფაელ გლუქსმანს ესაუბრა.
რა მნიშვნელობა აქვს საფრანგეთის მომავალ არჩევნებს ევროპისთვის და დასავლეთისთვის? რა არის სასწორზე და რას გადაწყვეტს ის?
ბრექსიტისა და ამერიკაში დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, საფრანგეთის არჩევნები გადაწყვეტს არის თუ არა პოპულიზმის ცუნამი აღზევების ეტაპზე. არჩევნები წარმოაჩენს აქვს თუ არა ევროკავშირს მომავალი.
საკითხი ზუსტად ასე დგას, - არც მეტი, არც ნაკლები. თუ ევროკავშირის მოწინააღმდეგე კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროპულ პროექტს. მარინ ლე ლეპი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ის ევროკავშირიდან საფრანგეთს გამოიყვანს, ამასთანავე, მემარცხენე კანდიდატი, რომლის რეიტინგიც იზრდება, ჟან ლუკ მელანშონი იმუქრება, რომ მანაც შესაძლოა გამარჯვების შემთხვევაში გადახედოს საფრანგეთის ევროკავშირში წევრობის საკითხს. ესაა მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე სასწორზე დევს.
ამ ბოლო დროს ბევრი პროგნოზებისგან თავს იკავებს, თქვენი აზრით, რა იქნება არჩევნების სავარაუდო შედეგები?
დღეისთვის ძალიან რთულია პროგნოზირება. არჩევნებში ერთმანეთს ოთხი მთავარი კანდიდატი ებრძვის, რომელთა რეიტინგში განსხვავება ცდომილების ზღვარში ხვდება. ისიც კი არ ვიცით თუ ვინ იქნება მეორე ტურში და სწორედ ამიტომ ვხედავთ ასეთ ბნელ და მტრულ კამპანიის დასასრულს. ვერავინ ვერ შეძლებს შედეგების გამოცნობას. ყველაზე ცუდი სცენარიც კი მოსალოდნელია, ვგულისხმობ მელანშონის და ლე პენის მეორე ტურში გასვლას.
გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, პირველ ადგილზე ემანუელ მაკრონია, პრო-ევროპული კანდიდატი, მან შესაძლოა მოიგოს მეორე ტური და მე ხაზს ვუსვამ, რომ შესაძლებელია. თუმცა ჯერ-ჯერობით იმის თქმაც, რომ ის მეორე ტურამდე მიაღწევს რთულია.
გუშინ, საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის თავიდან აცილება, როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამან საარჩევნო კამპანიაზე გავლენა მოახდინოს?
თუ ტერორისტული აქტი მოხდება, ეს კამპანიაზე გავლენას მოახდენს, თუმცა ფაქტი, რომ მოხდა მისი თავიდან აცილება ამცირებს ამ შემთხვევის მნიშვნელობას და გავლენას საარჩევნო კამპანიაზე. სიტუაცია ისე დაძაბულია, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართული მხარეები საკმაოდ რადიკალურები არიან, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს ამ ოთხი კანდიდატის შეხედულებებზე გავლენას მოახდენს.
ხუთშაბათს, ბოლო დებატები გაიმართება. ამ დებატებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს კანდიდატების ნახვის ბოლო შესაძლებლობაა და კონკურენცია ისე მაღალია, რომ შესაძლოა იმ კანდიდატმა გაიმარჯვოს, რომელიც ყველაზე ენერგიული და დამაჯერებელი იქნება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილი ამომრჩევლის უმეტესობა ლე პენის მხარესაა. ხოლო პრო-ევროპული კანდიდატების, ემანუელ მაკრონის და სოციალ-დემოკრატის ბებუა ამონის მხარდამჭერები ნაკლებად დარწმუნებულნი არიან საკუთარ პოზიციაში და უფრო მოქნილები მათი მხარდაჭერის ცვლილების კუთხით. ამან შეიძლება ვინმესთვის პოზიტიური როლი ითამაშოს, ან პირიქით წარუმატებლობა მოუტანოს მათ.
რაც შეეხება რუსეთის ჩარევას ევროპის პოლიტიკურ თამაშში და შიშებს რაც მოჰყვა მოსკოვის მცდელობას გავლენა მოეხდინა ამერიკის არჩევნებზე. ახლა რუსეთი საფრანგეთის არჩევნებზე ცდილობს გავლენის მოხდენას, პუტინი მარინ ლე პენ შეხვდა, რომლის პარტიასაც რუსული ბანკები აფინანსებენ. რა მეთოდებს მიმართავს რუსეთი და როგორ ფიქრობთ რა არის კრემლის მიზანი? საუბრობენ Twitter ტროლებზე, დეზინფორმაციაზე და ა.შ.
დიახ, ვხედავთ ინტერნეტ ტროლებს, და რუსულ მედიას, როგორიცაა სპუტინიკი ან Russia Today, რომლებიც მაკრონის და ამონის [პრო-ევროპული კანდიდატების] წინააღმდეგ იბრძვიან და მხარს უჭერენ სხვა კანდიდატებს. მე არ ვფიქრობ რუსეთის ჩარევამ ისეთივე ზეგავლენა იქონიოს საფრანგეთის არჩევნებზე, როგორიც ამერიკაში. თუმცა საქმე იმაშია, რომ კრემლის მომხრე კანდიდატები ამ არჩევნებზე ბევრია, რაც არ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ ვინაა რუსეთის ფავორიტი, რუსეთს არ აურჩევია ერთი ცალკეული მონაწილე. თუმცა ეს ალბათ უკვე მეორე ტურში გამოაშკარავდება. ამ ეტაპზე, არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ფაქტორს დიდი გავლენა მოეხდინა.
პუტინმა მარინ ლე პენი მიიღო და დაეხმარა მას საერთაშორისო სტატუსის ამაღლებაში და მისი სანდოობა ზრდაში. ამან უფრო ოფიციალური გახადა ლე პენისთვის მხარდაჭერა, [პუტინთან შეხვედრა] დაეხმარა მას წარმოჩენილიყო, როგორ პოტენციური კანდიდატი და შეესუსტებინა პოზიცია, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საფრანგეთი საერთაშორისო დონეზე იზოლაციაში აღმოჩნდება.
თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პუტინი ამ არჩევნებში გამყოფი ხაზი გახდა. არჩევნებში მონაწილე კანდიდატები კამპანიას პრო-ევროპულ და ანტი-პუტინის პლატფორმიდან წარმართავენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხო ქვეყნის ლიდერი ცენტრალური ფიგურა გახდა საფრანგეთის არჩევნებში.
ეს აჩვენებს, რომ პუტინის ფაქტორი მხოლოდ საგარეო პოლიტიკის პრობლემა არაა. არამედ ის ათვლის წერტილია იმის თუ როგორ საზოგადოებაში გსურს ცხოვრება, როგორია შენი მსოფლმხედველობა და წარმოდგენა მსოფლიოზე, იმის აღქმა, თუ რა არის პოლიტიკა. ის პოპულისტი კანდიდატების უმრავლესობისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
-
რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში
-
სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა" სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა
გადახედვა
-
ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები