ვოლოდიმირ ზელენსკი

19 Feb. 2022, 23:48

21-ე საუკუნეში არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა "უცხოური უმი". ყირიმის ანექსია და ომი დონბასში არის დარტყმა მთელი მსოფლიოსთვის. ეს არ არის ომი უკრაინაში, არამედ ესაა ომი ევროპაში. მე ვთქვი ეს სამიტებზე და ფორუმებზე 2019, 2020 და 2021 წლებში. საბოლოოდ გაიგო ეს მსოფლიომ 2022 წელს? ეს ჯერ არ არის აქსიომა, თუმცა უკვე არც ჰიპოთეზაა. რატომ? საჭიროა მტკიცებულება. იმაზე მეტი მტკიცებულება, ვიდრე სიტყვები Twitter-ზე ან განცხადებები მედიაში. საჭიროა მოქმედებები. ისინი მსოფლიოს სჭირდება და არა ჩვენ.

ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას პარტნიორების მხარდაჭერის მიუხედავად. გადმოგვეცემა ასობით თანამედროვე იარაღი ან 5 000 ჩაფხუტი — ვაფასებთ ნებისმიერ დახმარებას, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის საქველმოქმედო შემოწირულობა, რომელიც უკრაინამ თქვენგან უნდა ითხოვოს, არც კეთილი ჟესტია, რის გამოც უკრაინამ თავი უნდა დახაროს. ეს თქვენი წვლილია ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, უკრაინა კი რვა წელია ფარად ემსახურება მას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

განათლება გამარჯვებაა! საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2026) ამის…