"გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმისას ზომიერების პრინციპის დარღვევა" — კანონპროექტი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვილებებს, რომელიც წინასაახალწლო პერიოდში, 22 დეკემებრს დააინიცირეს დეპუტატებმა — გურამ მაჭარაშვილმა, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ. მისი მიღება წლის ბოლომდე, ანუ ინიცირებიდან მაქსიმუმ 9 დღეშია დაგეგმილი.
კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 11 მუხლში ცვლილებას ითვალისწინებს და ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს და დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. კონკრეტულად, კანონის 35-ე მუხლს, რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის წესს ეხება, ემატება მე-13 პრიმა პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ მოსამართლეობის კანდიდატი კონკრეტულ კონკურსში ვერ დააგროვებს ხმების საკმარის რაოდენობას, საბჭოს მინიმუმ 3 წევრს ექნება უფლება იგივე კანდიდატი სხვა თანამდებობის შესარჩევ კონკურსში განიხილოს.
"შესაძლოა, კონკრენტული კანდიდატი მაღალი კონკურენციის გამო ვერ გამწესდეს მისთვის სასურველ თანამდებობაზე (მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ), თუმცა მის მიერ მოპოვებულმა შეფასებებმა ცხადყოს, რომ სავსებით შესაძლებელია მისი გამწესება სხვა სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე", — ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
შემდეგი ცვლილება 37-ე პრიმა მუხლების მე-2 და მე-4 პუნქტებს ეხება. კერძოდ, თუ აქამდე მოსამართლის მივლინების ვადა იყო მაქსიმუმ 1 წელი, კანონპროექტის მიხედვით ეს ვადა ორმაგდება და ხდება 2 წელი. მთლიანად იცვლება 45-ე მუხლის ფორმულირება, რომელიც მოსამართლის კონკრეტული საქმიდან ჩამოცილებას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება ექნება მოსამართლე ჩამოაცილოს კონკრეტულ საქმეს, თუ მოცემულობა აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა; თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თანამდებობაზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს დისციპლინის დარღვევას; დისციპლინური დევნა მიმდინარეობს ერთზე მეტი დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენისთვის.
კიდევ ერთი ცვლილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას ეხება — თუ აქამდე ერთსა და იმავე პირს საბჭოს წევრად არჩევა ზედიზედ ორჯერ არ შეეძლო, კანონპროექტით ეს აკრძალვა უქმდება. შეთავაზებული ცვლილებებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და ა.შ. დაამტკიცებს დამოუკიდებელი ინსპექტორი. აქამდე ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა იყო. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ კონკრეტული ცვლილების მიზანია "დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა".
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის, სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად საკმარისი იქნება უმრავლესობის ნება. კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ამ ცვლილებით დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების ეფექტიანობა გაიზრდება. მოსამართლეთა დისციპლინური დარღვევების ნაწილში საინტერესოა კანონპროექტის კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც "გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პრინციპის დარღვევა".
აქვე უნდა აღინიშნოს ახალი დისციპლინური სახდელების შემოღების ინიციატივა — კანონპროექტის მიხედვით, დისციპლინურ სახდელად ჩაითვლება სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის ვადით, ასევე, სააპელაციო მოსამართლის დაქვეითება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლედ — ამ შემთხვევაშიც, არაუმეტეს 5 წლით. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ თუ აქამდე სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდეგ ყველაზე მაღალი სახდელი მოსამართლის გათავისუფლბა იყო, ახლა საბჭოს შეუძლია ის დროებით ჩამოაქვეითოს, რითაც თავიდან ავიცილებთ უმაღლესი სახდელის, გათავისუფლების გამოყენების სიხშირეს.
დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილებაა განსაზღვრული. კერძოდ, გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის მიხედვით ისინი დაიყოფა ძირითადად და დამატებით სახდელებად. თუმცა, შესაძლებელი იქნება ერთდროულად როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სახდელის გამოყენება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, "ეს დისციპლინური სახდელის შემფარდებელს ანიჭებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას". იცვლება დისციპლინური სამართალწარმოების ვადებიც და მათი უმრავლესობა ნახევრდება.
ბოლო ცვლილება, რაც აღნიშნული კანონპოროექტითაა განსაზღვრული, ეხება მოსამართლის მიერ დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადასაწყვეტად, ჩვეულებრივ, წილისყრით იქმნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3-წევრიანი კოლეგია. კანონპორექტის მიხედვით, წილისყრა ისე უნდა ჩატარდეს, რომ არჩეული კოლეგიის სამი წევრიდან 2 იყოს მოსამართლე, ერთი კი არამოსამართლე.
კანონპროექტის შესახებ დადებითი დასკვნა უკვე დაწერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელიც წამყვანი კომიტეტია. დადებითია საბიუჯეტო ოფისის დასკვნაც. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განსახილველად, სავარაუდოდ, ხვალ, 29 დეკემბერს გავა და დაჩქარებული პროცედურით, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე დამტკიცდება.
"საკითხის დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე" — ასე განმარტებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში მისი დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობა, თუმცა არაა დაკონკრეტებული, რა საჭიროა აღნიშნული საკითხების "დროული მოწესრიგება".
გაიგე მეტი:
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები